უახლესი ამბები
- 25.01.2021 17:05ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანს შეხვდა
- 25.01.2021 17:05გიორგი გახარიამ ტოივო კლაართან შეხვედრაზე რეგიონში ბოლო პერიოდში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა
- 25.01.2021 16:05პოლიტიკოსები ყრუები აღმოჩნდნენ და ქართველი ხალხის ხმა არ ესმით - იაგო ხვიჩია
- 25.01.2021 16:05მოპარული, გაყალბებული არჩევნების გაფორმება ჩვენი მონაწილეობით არ მოხდება - ნიკა მელია
- 25.01.2021 16:05გიორგი გახარიამ და ეკატერინე ტიკარაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახლად გახსნილი კოვიდგანყოფილება დაათვალიერეს
- 25.01.2021 16:05„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა
- 25.01.2021 15:352021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.85 მლრდ ლარს შეადგენს - ეროვნული ბანკი
- 25.01.2021 15:35ავღანეთიდან ქართველი სამხედროების როტაციის პროცესი დასრულდა
- 25.01.2021 15:35პარლამენტში დაინიცირდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინის შემოტანა იქნება შესაძლებელი
- 25.01.2021 15:35ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს
არქივი
საზოგადოება


განათლების მინისტრის განცხადებით, GIPA-ში მიმდინარე პროცესებს პოლიტიკური სარჩული არ გააჩნია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა რომ იქ მიმდინარე პროცესებს არავითარი პოლიტიკური სარჩული არ გააჩნია.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტების ავტორიზაცია და პროგრამების აკრედიტაცია ერთმანეთში არ აირიოს. მისივე თქმით, GIPA-ს პროგრამას აკრედიტაციის ვადა გასული ჰქონდა და პროგრამაზე აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე განაცხადიც გვიან შეიტანა.
„ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად სწრაფად გაიარა ეს პროცესი და იყო მთელი რიგი შენიშვნები. დღეს არის სწორედ პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს სხდომა და საკითხს იქ განიხილავენ. აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესი არ არის სადამსჯელო პროცესი. აქ ამოსავალი წერტილი არის მაღალი ხარისხი და იქ, სადაც შესაძლებელია, რომ კონკრეტული შენიშვნები, კონკრეტული პრობლემები აღმოიფხვრას, მათ რა საკვირველია, არავითარი წინააღმდეგობა არ ექნებათ, პირიქით, ჩვენი ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მჭიდროდ ითანამშრომლებს უნივერსიტეტებთან, როგორც პროგრამების აკრეიტაციის, ისე ავტორიზაციის კუთხით“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის საბჭომ , 2018 წელს, 38 პროგრამის აკრედიტაციის საკითხი განიხილა. აქედან 19 პროგრამას სრული აკრედიტაცია მიანიჭა, 7 პროგრამას- პირობითი აკრედიტაცია, ხოლო 12 პროგრამას აკრედიტაციაზე უარი ეთქვა.
აკრედიტაცია ვერ გაიარა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, წმ. გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გარკვეულმა პროგრამებმა.
საკვანძო სიტყვები:

პოლიტიკოსები ყრუები აღმოჩნდნენ და ქართველი ხალხის ხმა არ ესმით - იაგო ხვიჩია
25 იანვარი, 2021 , 16:05

გიორგი გახარიამ და ეკატერინე ტიკარაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახლად გახსნილი კოვიდგანყოფილება დაათვალიერეს
25 იანვარი, 2021 , 16:05

„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა
25 იანვარი, 2021 , 16:05

ავღანეთიდან ქართველი სამხედროების როტაციის პროცესი დასრულდა
25 იანვარი, 2021 , 15:35

პარლამენტში დაინიცირდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინის შემოტანა იქნება შესაძლებელი
25 იანვარი, 2021 , 15:35

პარლამენტის საქმიანობას „კარგად“ გამოკითხულთა 15 % მიიჩნევს, მოქალაქეთა 80 %-ის აზრით კი, მის საქმიანობაში ყველა არჩეული პარტიის ჩართვაა მნიშვნელოვანი - NDI
25 იანვარი, 2021 , 15:10