უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 თებერვალი, 2019 11:30
font-size

განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში სკოლების დირექტორები აქტიურად ჩაერთნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, განათლების რეფორმის განხორციელების გეგმებზე დირექტორებთან და მასწავლებლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურსა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ მათ რეფორმის მიმდინარეობის პროცესი გააცნო და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სკოლის ადმინისტრაციის როლის გაძლიერებას, მოსწავლეთა დასწრების აუცილებლობას, მშობელთა ჩართულობა და გამოცდების გაუქმების ფონზე მოსწავლეთა შეფასების სისტემის დახვეწის აუცილებლობას.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც სკოლის დირექტორებმა საკუთარი ხედვა წარადგინეს და ისაუბრეს თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან სკოლები წლების განმავლობაში. მათი მხრიდან ყურადღება გამახვილდა უსაფრთხო სკოლის აუცილებლობაზე, მასწავლებელთა მოტივაციის გაზრდასა და მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების აუცილებლობაზე.

„სკოლების დირექტორებთან განვიხილეთ ყველა დეტალი, რაც თან სდევს რეფორმის განხორციელების პროცესს. მათ ღიად და გახსნილად ისაუბრეს სკოლებში წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებზე. ასეთი შეხვედრები მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, რადგან ჩვენ მხოლოდ მსგავსი კონსულტაციების საფუძველზე დავგეგმავთ იმ ცვლილებებს, რაც განათლების რეფორმის სხვადასხვა ეტაპზე განხორციელდება“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

მინისტრის მოადგილის მხრიდან სკოლებს მიეცათ რეკომენდაცია, მუდმივ კოორდინაციაში იყვნენ მშობლებთან და დროულად მიაწოდონ ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის შეფასების სისტემასთან დაკავშირებით.

ანალოგიური შეხვედრები, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან განათლების რეფორმის ყველა ეტაპზე გაგრძელდება, - აცხადებენ სამინისტროში.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი