უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 მაისი, 2017 14:15
font-size

განათლების სამინისტრო სასწავლო ბანაკების რაოდენობის გაზრდას გეგმავს

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, იგეგმება უფრო მეტი სასწავლო ბანაკის გაკეთება და შესაბამისად, ბანაკებში წამსვლელ მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდაც.

მისი თქმით, საზაფხულო და ზამთრის სასკოლო ბანაკები მოსწავლეებზე დადებით გავლენას ახდენს და მათ სოციალურ უნარებს ავითარებს.

"ანაკლიის ბანაკი დარჩება, განვითარდება და მას კიდევ სამი ახალი ბანაკი დაემატება. ორ ახალ ბანაკს ვაკეთებთ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად - ქუთაისის კადეტების სასწავლებელში და მანავის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. კიდევ ერთ ბანაკს კაჭრეთის პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე ვაკეთებთ. შევეცდებით ვიპოვოთ ობიექტები, სადაც შესაბამისი საცხოვრებელი პირობებია", - განაცხადა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, მთავრობის დღევანდელი დადგენილებით, ყველა უწყებას მანავის სასკოლო ბანაკის განვითარებაზე ზრუნვა დაევალა. მისი თქმით, მანავის ბანაკი უფასო იქნება და ბანაკში წამსვლელ ბავშვებს ყველა მუნიციპალიტეტიდან შეარჩევენ.

"საუბარია 10 ათასამდე ბავშვზე, როცა შარშანდელი ციფრი გვაქვს 3-4 ათასი ბავშვი," - განმარტა მინისტრმა.

ჯეჯელავას ინფორმაციით, ბანაკში 1 ბავშვის 1 დღით წაყვანა, სახელმწიფოს დაახლოებით 60 ლარამდე უჯდება.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში 23-25 იანვარს თოვლია მოსალოდნელი

22 იანვარი, 2020 , 16:50

23 იანვრიდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი. „23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით,

ტექნიკურ უნივერსიტეტში რევაზ მიშველაძის იუბილე აღნიშნეს

22 იანვარი, 2020 , 16:50

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართველი მწერლის, ნოველისტისა და საზოგადო მოღვაწის რევაზ მიშველაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობი

ბრიტანული კომპანია OneWeb-ი საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით დაინტერესდა

22 იანვარი, 2020 , 16:30

გლობალური კომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული სტარტაპ კომპანია OneWeb-ი საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით არის დაინტერესებული, რომლითაც რეგიონს დაფარავს, - ამის

თქვენ ჩემთვის უფრო მეტად დაზარალებულები ხართ, ვიდრე ჩემი ოჯახი - ზაზა სარალიძე

22 იანვარი, 2020 , 16:30

ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში გიორგი ჯანაშიას აღიარებით ჩვენებას ეხმაურება. სარალიძე წერს, რომ ხორავას ქუჩის ინციდენტში მონაწილის მშობლებს სამძმარს უცხადებს.„2017 წლის 1 დეკემბრიდან მოყოლებული მუდამ ვფიქრობდი, თუ რ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალურ დირექტორს შეხვდა

22 იანვარი, 2020 , 16:10

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალურ დირექტორს, ვოლკან კოსკუნის შეხვდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გარემ

`ბიძინას ბოსტანი` - აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ღობეზე წარწერა გააკეთეს

22 იანვარი, 2020 , 16:10

სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ღობეზე პლაკატები გააკრეს და წარწერა "ბიძინას ბოს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`