უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 თებერვალი, 2018 13:00
font-size

განათლების სამინისტროს მიერ გაცხადებული სახელფასო დანამატის ზრდა მხოლოდ მასწავლებლების 0,3%-ს შეეხო - ენმ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განათლების და მეცნიერების სამინისტროს სკოლებში სახელფასო დანამატების პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს ბრიფინგი ენმ-ს წევრმა, მარიამ გერსამიამ გამართა.

მისი თქმით, ფინანსური წახალისება კვლავ განუხორციელებლ ოცნებად რჩება მასწავლებლების 99%-ისთვის. ესენი არიან: პრაქტიკოსი მასწავლებლები, უფროსი მასწავლებლები და სპეცმასწავლებლები.

,,შექმნილ ვითარებაში ჩვენ მოვისმინეთ მინისტრის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ მასწავლებლების დანამატი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სინამდვილეში ფინანსური წახალისება შეეხო მასწავლებლების 1%-ზე ნაკლებს. კერძოდ, საქართველოში არის 64 ათასი მასწავლებელი და მათ 0,3%-ზე არის ლაპარაკი. ეს იმას ნიშნავს, რომ არაფერი შეცვლილა 44 ათასი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის და 19 ათასზე მეტი უფროსი მასწავლებლისთვის. მათ შორის არიან ის მასწავლებლები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ შესაბამისი საგნობრივი გამოცდა და ხელოვნური ბარიერების გამო წლების მანძილზე ვერ იღებენ ფინანსურ წახალისებას.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სპეცმასწავლებლებისადმი არსებული დამოკიდებულება, რომელიც აუცილებლად შესაცვლელია და ნაციონალური მოძრაობა ამ საკითხის ადვოკატირებას იწყებს და გააგრძელებს. საქართველოში არის 1500-მდე სპეცმასწავლებელი, რომლებიც მუშაობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის და აქვთ ყველაზე მიზერული, 260 ლარიანი ანაზღაურება. ამასთან, მათ არ აქვთ მასწავლებლის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათით, არ აქვთ ხელფასის გაზრდის რაიმე თეორიული შანსიც კი.

მოვუწოდეთ, განათლების და მეცნიერების სამინისტროს:

შეცვალოს სახელფასო დანამატების გაცემის არსებული პოლიტიკა და სკოლებში დანერგოს სამართლიანი წახალისების სისტემა. მნიშვნელოვანია, მოიხსნას ხელოვნური ბარიერები, რაც მასწავლებლებს დამატებით სტრესში ამყოფებს. საუბარი არის იმაზე, რომ დღეს სახელფასო დანამატის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ სრული საათობრივი დატვირთვის პირობებში. ეს არის დამატებითი სტრესი მასწავლებელებისთვის და შესაცვლელია. სამინისტრომ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და პრაქტიკოს და უფროს მასწავლებლებს დაპირებისამებრ დაუნიშნოს სახელფასო დანამატები (800-დან 1000 ლარამდე);

დროულად წამოადგინოს დაპირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომ შესაძლებელი გახდეს მასწავლებლის სტატუსი მიენიჭოს მათ, ვინც სკოლებში მუშაობს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან. საკანონმდებლო ცვლილებებამდე კი სპეც-მასწავლებლების ფინანსური წახალისებისთვის მოხდეს სკოლების მიზნობრივი სუბსიდირება და რეკომენდაცია მიეცეთ დირექტორებს სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე;

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გამოთქვამს სურვილს და მზადყოფნას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ჩაერთოს ცვლილებათა განხილვის პროცესში“, - განაცხადა მარიამ გერსამიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი