უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 დეკემბერი, 2023 16:41
font-size

განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენები არის საქართველოში რუსული კოლონიალიზმის სიმპტომი - ანა დოლიძე

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ PISA-ს საერთაშორისო კვლევის შედეგებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოში მცხოვრებ მოზარდებში წაკითხულის გააზრებასა და მათემატიკაში ვითარება გაუარესდა.

დოლიძის თქმით, რუსეთთან ფრენებსა და ვაჭრობაზე მეტად, ყველაზე მთავარი რუსული საქმე სწორედ ქვეყანაში კეთდება.

„კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მტკიცების მიუხედავად, განათლების სფეროში, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება. ეს სინამდვილეში რუსეთთან ფრენებსა და ვაჭრობაზე მეტად ანტიეროვნული, რუსული საქმეა. ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, რომ მიდის ბავშვების გადაგვარება, რათა მათ მომავალი ვერ შექმნან. ეს აწყობს მხოლოდ რუსეთს. განათლების დაბალი დონე, ისევე როგორც ჩვენი გაღარიბება, აწყობს მხოლოდ რუსეთს, რათა მათთვის საქართველო ადვილი სამართავი იყოს.

კვლევის შედეგები პირდაპირ მიუთითებს საქართველოში არსებულ განათლების უმძიმეს კრიზისზე. დღეს მთელი სისტემაა ჩავარდნილი. ის არ არის ორიენტირებული პირველ რიგში მასწავლებელზე, რომელმაც მოსწავლეს ხარისხიანი განათლება უნდა მისცეს. თქვენ გახსოვთ, სულ რამდენიმე დღის წინანდელი შემთხვევა, რაც დირექტორების დანიშვნის საკითხს უკავშირდებოდა. ამ თემაზე მასწავლებლების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც კი მიმართა.

ჩვენი პარტია, დაფუძნების დღიდან აქტიურად საუბრობს ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემის გზებზე, სისტემის გაჯანსაღებასა და კონკრეტულ პროექტებზე, რაც პირდაპირ აისახება თითოეული მათგანის განათლების დონეზე“, - აცხადებს ანა დოლიძე.

„მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე, ამ პროცესს ხელი შევუწყო“ - სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება

16 სექტემბერი, 2024 , 17:18

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალო

გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი არ მაქვს, მე ერთადერთი ამოცანა მაქვს, რომ რუსული კლანჭებისგან დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გავიყვანოთ პოლიტიკური მმართველი პოზიციის ავანსცენიდან - მამუკა ხაზარაძე

16 სექტემბერი, 2024 , 15:51

გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი არ მაქვს, ჩვენი უთანხმოება მოხდა ძირეულ საკითხებზე, არაფერს ვერჩი მის თანაგუნდელებს, ისევე როგორც თავად გახარიას – მე ამ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ჩვენ რომ ხვალ დავილაპარა

სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს

16 სექტემბერი, 2024 , 15:26

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესამსახურის ინფორმაციით, განცხადება 17:00 საათზე გაკეთდება. ბრიფინგის თემა, ჯერჯერობით, უცნობია.

ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ გზაზე და რა დღეში ხართ, რა მდგომარეობაში ჩავარდით და დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო კონკრეტული გახდება ეს საუბარი, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას - კახა კალაძე

16 სექტემბერი, 2024 , 12:49

ვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე მედიისა და ოპოზიციის გამოხმაურებას. მისი თქმით, „ქართული

ორი დღეა, ოპოზიციური მედია, „ენჯეოები“ და ოპოზიცია ოს ხალხს ეძახიან მკვლელებს, ომის დამნაშავეებს, ამაზე მეტი შუღლის გაღვივება რა უნდა იყოს - შალვა პაპუაშვილი

16 სექტემბერი, 2024 , 12:33

ორი დღეა, ოპოზიციური მედია, „ენჯეოები“ და ოპოზიცია ოს ხალხს ეძახიან მკვლელებს, ომის დამნაშავეებს. ამაზე მეტი შუღლის გაღვივება რა უნდა იყოს? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპ

მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე მოღალატეობრივი განცხადების გამო - ლევან ბეჟაშვილი

16 სექტემბერი, 2024 , 12:18

მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე იმ მოღალატეობრივი განცხადების გამო, რომელიც გორში გაკეთდა და სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს სწორედ გორში გააკეთებინა, - ამის შესახებ &bdqu