უახლესი ამბები
- 01.03.2021 19:05მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა - შარლ მიშელი
- 01.03.2021 17:35შარლ მიშელს შევთავაზე, რომ პროცესი მედიაციიდან მოდერატორობაში გადავიდეს - მამუკა ხაზარაძე
- 01.03.2021 17:35კობა გვენეტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერს შეხვდა
- 01.03.2021 17:30გარდაბანში აფეთქების შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა
- 01.03.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3268 ლარი გახდა
- 01.03.2021 17:15ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
- 01.03.2021 17:15ჩვენ კომპრომისის სახით ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია, წავიდეთ პლებისციტზე - გიორგი ვაშაძე
- 01.03.2021 17:00ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ - შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს - თამარ გაბუნია
- 01.03.2021 17:00ევროკავშირი განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას იმისთვის, რომ კრიზისი დაიძლიოს - სალომე სამადაშვილი
- 01.03.2021 16:32სიტუაცია ძალიან რთულია, სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი მეთქვა ადგილობრივებისთვის, რომ მარტო არ არიან - შარლ მიშელი
არქივი
საზოგადოება


განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს - მიხეილ ჩხენკელი
„მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ 1 თებერვალს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის, სკოლები მუშაობას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ“ - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სასწავლო პროცესისთვის, ბუნებრივი გარემო სწორედ საკლასო ოთახია.
რაც შეეხება დიდი ქალაქების - თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებს, მინისტრის თქმით, გეგმის მიხედვით, აღნიშნულ ქალაქებში 1 მარტს მოხდება სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება, თუმცა მათი გახსნა, პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეპიდსიტუაციასთან.
„ჩვენ გვაქვს მკაფიო კრიტერიუმი. კერძოდ, შვიდი დღის განმავლობაში ინფიცირების 4 %-იანი მაჩვენებელი, ანუ, თუ 1 მარტამდე ინფიცირების 7 დღიანი მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე, რასაკვირველია, ჩვენ განვიხილავთ რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქებას და უფრო ადრე გახსნასაც. მკაფიოდ არის განსაზღვრული ეს კრიტერიუმი, რომელიც მომდინარეობს ჯანდაცვის სფეროდან და ცხადია, დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან.
ჩვენ პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას, მაგრამ, კიდევ გავიმეორებ, რომ 4 %-ზე თუ ჩამოვა 7 დღიანი მაჩვენებელი, საშუალება გვექნება რომ თბილისში, რუსთავში და ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გავაგრძელოთ.
აქვე მინდა, აღვნიშნო მნიშვნელოვანი გარემოება - ჩვენი განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს, იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ სამედიცინო პროტოკოლი სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ მასწავლებლები გაივლიან რეგულარულად ტესტირებას. ასე რომ, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, რომ სკოლებში იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
კობა გვენეტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერს შეხვდა
1 მარტი, 2021 , 17:35

გარდაბანში აფეთქების შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა
1 მარტი, 2021 , 17:30

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3268 ლარი გახდა
1 მარტი, 2021 , 17:15

ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ - შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს - თამარ გაბუნია
1 მარტი, 2021 , 17:00

ძველი ვაგონცისტერნა აალდა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო - საქართველოს რკინიგზა
1 მარტი, 2021 , 16:15

საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად
1 მარტი, 2021 , 16:15