უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 ივნისი, 2018 16:05
font-size

განათლებისა და კულტურის სამინისტროების შერწყმა სახიფათოა - ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარიას განცხადებით, განათლებისა და კულტურის სამინისტროების შერწყმა სახიფათოა, რის გამოც სამთავრობო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს.

მისი თქმით, სამთავრობო სტრუქტურულ ცვლილებებს ეთანხმება, მაგრამ არა კულტურისა და განათლების უწყებების გაერთიანების თვალსაზრისით.

„ეს ერთადერთი სამინისტროა, სადაც ეროვნული იდენტობის გამომხატველი დარგი ხელოვნებაა. ქართული ბიოლოგია და ქართული მათემატიკა არ არსებობს, ქართული კინო, თეატრი და ქორეოგრაფია კი, არსებობს. ხელოვნების დარგები დიდ ოკეანეში ჩაიკარგება. ეს დარგები ცალკე დეპარტამენტის სახით პირდაპირ პრემიერ-მინისტრს უნდა დაქვემდებარებოდა. განათლების სამინისტროს კი, შემოქმედებითი სასწავლო დაწესებულებები უნდა წაეღო, თუნდაც ბიბლიოთეკები და მუზეუმები, მაგრამ არა ხელოვნების სეგმენტი, რაც დაკავშირებულია არა ცოდნასთან, არამედ შემოქმედებით პროცესთან. მისი განვითარება ძალიან გაჭირდება. მეჩვენება, რომ სახიფათო შერწყმაა. პრემიერს მიაჩნია, რომ მიზანი კეთილშობილურია და ეს მესმის“, – ამბობს ქანთარია.

დეპუტატის თქმით, მან პრემიერს კონკრეტული წინადადება შესთავაზა ხელოვნების დარგის გამოყოფასთან დაკავშირებით.

როგორც ქანთარია ამბობს, რაც არ უნდა ბევრი მოადგილე ჰყავდეს მინისტრს, საბოლოოდ ყველაფერი მაინც მასთან მოიყრის თავს.

„ეს იქნება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. ამ გრძელ სახელსაც კი არავინ იტყვის და მხოლოდ განათლებას იტყვიან. ტერმინი – კულტურა ხმარებიდანაც კი ამოვარდება. ცალკე ხელოვნების სეგმენტი უნდა გამოყოფილიყო და პრემიერს ეს შევთავაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პასუხისმგებლობის აღება გამიჭირდება. კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა საწინააღმდეგო კამპანიას არ დავიწყებ, რადგან საკითხი აწონილ-დაწონილი აქვთ. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს კონკრეტული წინადადება ვუთხარი, ხელოვნების დარგი ცალკე გამოეყო და დიდ ოკეანეში ნუ ჩაკარგავდა. პასუხი იყო – ვიფიქრებო, მაგრამ არ ჩანს, რომ ეს გაზიარებულ იქნა“, – განაცხადა ქანთარიამ.

ტექნიკურ უნივერსიტეტში, ძველი ქართული ხელნაწერების კონსერვაციის მიზნით, სამმხრივ მემორანდუმს მოეწერა ხელი

5 დეკემბერი, 2019 , 18:44

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მ

მოსწავლეები CERN-ში მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ

5 დეკემბერი, 2019 , 14:40

ჟენევაში, მსოფლიო ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) ფიზიკით დაინტერესებულ ქართველ ახალგაზრდებსა და ცერნში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნიერების,

რეგიონებში ორგანიზებული ძალადობის ავტორი ლაშა ნაცვლიშვილია - 400 ათასი კონტრაქციებისათვის

5 დეკემბერი, 2019 , 13:10

ოპოზიციის წევრებსა და ოფისებზე თავდასხმის იდეა ივანიშვილის რეჟიმის იდეოლოგს, ლაშა ნაცვლიშვილს ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ოფისიდან, კერძოდ კი, კახი კალაძის გარემოცვიდან მოვიპოვეთ. 

Mastercard-ის დაუჯერებელი მოგზაურობის ისტორია

5 დეკემბერი, 2019 , 13:00

ვითიბი ბანკის Mastercard-ის ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ Mastercard-ის წამახალისებელ გათამაშებაში. 31 დეკემბრის ჩათვლით, ვითიბი ბანკის ნებისმიეირი Mastercard-ის ბარათით გადახდისას, შესაძლებელია 750 - და

გიორგის სიცოცხლისთვის!

5 დეკემბერი, 2019 , 11:25

პატარა გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება! გიორგის დიაგნოზია მწვავე ლიმფობლასტური ლეიკეემია. განეკუთვნება მაღალ რისკს. გიორგის ქიმიო თერაპიის ბლოკის ჩატარების დროს მედიკამენტ L- Asparaginase-ზე გამოუვლინდა ძლიერი ალ

ვარკეთილის მეტროსადგურმა მუშაობა განაახლა

4 დეკემბერი, 2019 , 18:04

მეტროსადგურმა „ვარკეთილი“ მუშაობა განაახლა. ამის შესახებ “მედიანიუსს” თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურიდან აცნობეს. მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკვამლიანების გამო მგზავრების ევაკუაცი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`