უკან

საზოგადოება

17 მაისი, 2018 10:55
font-size

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო კავშირები ფართოვდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ OeAD-ის გენერალურ დირექტორს შტეფან ცოტის შეხვდა. OeAD წარმოადგენს ავსტრიულ ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო მობილობასა და განათლების, მეცნიერებისა და კვლევის სფეროში თანამშრომლობას. ორგანიზაცია გასცემს სასწავლო სტიპენდიებს, ხელს უწყობს მოსწავლეების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ახორციელებს სხვა მრავალ საერთაშორისო პროექტს.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და ავსტრიას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და გაღრმავებაზე, განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება მხარეებს შორის პროფესიული განათლების მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე.

მიხეილ ჩხენკელმა მიმოიხილა ამ მიმართულებით საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს აკადემიური თანამშრომლობის ასოციაციასთან (ACA) ურთიერთობის საკითხები. აღნიშნული ორგანიზაცია ბრიუსელში დაფუძნებულ ეგრეთ წოდებულ think tank-ს წარმოადგენს, რომელიც ინოვაციებსა და ევროპული უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას უწყობს ხელს. შტეფან ცოტი პარალელურად ამ ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტიცაა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხორციელდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო განათლების ცენტრის ამ ორგანიზაციაში სრულფასოვანი გაწევრიანება.

მესამე მასივში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

14 აგვისტო, 2018 , 17:50

სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მესამე მასივში, კალაუბნის N36ა და N38 კორპუსების მიმდებარედ, ასფალტის საფარი იგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. საგზაო სამუშაოები ხორციელდება

ახალი შესაძლელობა სტუდენტებისთვის - სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ სტაჟირებას 15-ი სტუდენტი გადის

14 აგვისტო, 2018 , 17:50

„საპარტნიორო ფონდსა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის თხუტმეტი სტუდენტი სტაჟირებას „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაშ

ვითიბი ბანკმა ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა

14 აგვისტო, 2018 , 15:50

ვითიბი ბანკის ახალი მომსახურება იძლევა თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ბანკის Visa-ს და Mastercard-ის ბარათებს შორის. თანხის გადარიცხვის ტრადიციული გზების გარდა, შესაძლებელი გახდა

გრიგოლ რობაქიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

14 აგვისტო, 2018 , 15:50

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, გზი

გარანტორი ვიქნები, რომ დიღმის ტყე-პარკში არანაირი შენობა-ნაგებობა არ და ვერ განთავსდება და არცერთი პროექტი არ განხორციელდება - კახა კალაძე

14 აგვისტო, 2018 , 15:05

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა არასამთავრობოების მოთხოვნას დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით. კალაძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი მშენებლობა არ იგეგმება და ტყე-პარკის ირგვლივ მიმდინარე პროცესები „ნაცი

საკმაოდ ბევრი შენობა-ნაგებობა და ძეგლი გვაქვს ავარიულ, მძიმე მდგომარეობაში - კახა კალაძე

14 აგვისტო, 2018 , 15:05

ჩვენ საკმაოდ ბევრი შენობა-ნაგებობა და ძეგლი გვაქვს ავარიულ, მძიმე მდგომარეობაში, – განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ავარიული შენობების რეაბილიტაციაზე მომდევნო წლე

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან