უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 ნოემბერი, 2020 15:30
font-size

საქართველოს ბანკმა CSR –ის ახალი ვებგვერდი და 100 გამორჩეული პასუხისმგებლობის პროექტი წარადგინა

საქართველოს ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. საზოგადოებისთვის ანგარიშის მიწოდებისა და გამჭვირვალობის მიზნით, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს, სფეროს და ადგილს გაუწიოს მხარდაჭერა საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებაში, ბანკმა ახალი ვებგვერდი წარადგინა, სადაც 100 გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია თავმოყრილი.

ინტერაქციული ვებგვერდი გამოირჩევა მრავალფეროვნებით. ის ერთ სივრცეში აერთიანებს 100 განსხვავებულ პროექტს უნიკალური მიმართულებებით, როგორიცაა: განათლების ხელშეწყობა, ინფორმაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, შშმ პირების მხარდაჭერა, სოციალური მეწარმეობის, როგორც ერთერთი ბიზნეს მოდელის, პოპულარიზაცია და განვითარება, გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირება, დასაქმება და სხვა.

იმისთვის, რომ სოციალური პრობლემების გადაჭრა სამაგალითო იყოს, მეტმა ადამიანმა შეძლოს განათლების მიღება სწორედ იქ, სადაც მას უნდა, იმისთვის, რომ სოციალური მეწარმეობა ბიზნესის განუყოფელი ნაწილი გახდეს და განვითარების მოტივაცია არასდროს ჩაქრეს, საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს CSR მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას.

“მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ახალი ვებგვერდი სადაც 100 უნიკალურ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს მოვუყარეთ თავი. სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლება, თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შექმნა, განათლების ხელშეწყობა, ბიზნესის მხარდაჭერა, დასაქმების ხელშეწყობა ასევე, მეტი ადამიანის, სფეროს თუ ადგილის განვითარება - ეს სწორედ ის მიმართულებებია, რომლის მხარდაჭერასაც ბანკი წლებია ახორციელებს. ამის პარალელურად ჩვენ ვაგრძელებთ ახალი გზების ძიებას იმისათვის, რომ მეტმა ადამიანმა ირწმუნოს საკუთარი ძალებისა და წარმატების. მთავარია დავიჯეროთ რომ განვითარების გზა სულ არის და არ გავჩერდეთ ”,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს მითითებულ ბმულზე: https://csr.ge/

NS

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი