უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 მაისი, 2019 12:15
font-size

განიხილება ძალიან ბევრი დეტალი - საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა 23-24 მაისს ბაქოში გაიმართება

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა 23-24 მაისს ბაქოში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

კომისიის სხდომა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების, ლაშა დარსალიასა და ხალაფ ხალაფოვის ხელმძღვანელობით ჩატარდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ქართული მხარე მაქსიმალურად მოწადინებულია, პროცესი წარიმართოს აზერბაიჯანთან, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის სულისკვეთებით.

„ბაქოში 23-24 მაისს გაიმართება სადელიმიტაციო კომისიის სხდომა. ამას წინ უძღოდა ჩვენი მინისტრის მოადგილის წინასწარი სამუშაო ვიზიტი, სადაც შეთანხმდნენ სხდომის დეტალებზე. ალბათ უფრო მეტი გვეცოდინება კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, როგორ წარიმართება, რა შედეგებით დასრულდება. მინდა, გითხრათ, რომ ქართული მხარე მაქსიმალურად მოწადინებულია, რომ აღნიშნული ჩატარდეს აზერბაიჯანთან, ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის სულისკვეთებით“, – აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

მისი თქმით, სხდომას სპეციფიკური დღის წესრიგი აქვს. საქართველოს პირველი არხის კითხვაზე, რა კონტექსტში დააყენებს ქართული მხარე საკითხს დავით გარეჯში განვითარებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, რომ წინასწარ რამის თქმა გაუჭირდება.

„კომისიის სხდომა იქნება ეს, თუ დინამიური პროცესი, განიხილება ძალიან ბევრი დეტალი, მნიშვნელოვანი საკითხები. ეს არის პირველი სხდომა. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც გარკვეული პაუზა იყო, ახლა უკვე თანათავმჯდომარეები ჰყავს კომისიას. ჩვენს მხარეს ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანულ მხარეს პრეზიდენტის წარმომადგენელი. დანარჩენ დეტალებზე მოგახსენებთ მიმდინარე რეჟიმში. ყველა პირობა და დეტალი გაჟღერდება კომისიაზე, რომელსაც სპეციფიკური დღის წესრიგი აქვს. დაველოდოთ მოვლენებს. ამის შემდეგ უფრო შეგვეძლება, რომ კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდოთ“, – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

14 მაისს ბაქოში შედგა სამუშაო შეხვედრა საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომდგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხალაფ ხალაფოვს შორის.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმდინარეობა და განიხილეს სამომავლო ნაბიჯები. აღინიშნა, რომ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3 შეთანხმებულია შესაბამისი კომისიების მიერ და აუცილებელია აქტიური კომუნიკაციის განახლება შეუთანხმებელი მონაკვეთებზე მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი