უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ივლისი, 2018 17:50
font-size

განიხილება რამდენიმე სერიოზული კანდიდატი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა პირველივე ტურში მოიგოს საპრეზიდენტო არჩევნები - კახა კალაძე

თბილისის მერის, ,,ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რამდენიმე სერიოზულ კანდიდატს განიხილავს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში მიიღებს.

“რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას, კანონით გათვალისწინებულ ვადებში ჩვენი მხრიდან გაჟღერდება გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდი მიიღებს. მსჯელობა მიმდინარეობს, განიხილება რამდენიმე სერიოზული კანდიდატი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა პირველივე ტურში მოიგოს არჩევნები“, - განაცხადა კალაძემ.

აქვე, ,,ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილს „თავის თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს“.

“ცოტა გასაოცარი იყო მისი განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. მე მგონია, რომ ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე. ზოგადად, მოსახლეობა ძალიან კარგად აფასებს არსებულ მდგომარეობას და გადაწყვეტილებასაც მიიღებს. არჩევნები ყოველთვის გვაჩვენებს რეალურ სურათს, შესაბამისად, ყველა პოლიტიკოსს და ყველა პარტიას მოსახლეობა მიუჩენს თავის ადგილს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა მარგველაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ჯერ თავის გადაწყვეტილებას არ გააჟღერებს.

“მადლობა გიორგის, რომ ზრუნავს პარტია „ქართულ ოცნებაზე“. ძალიან სასიამოვნოა ის დამოკიდებულება, რომელიც მას გააჩნია. არ ამბობს ჯერ თავის კანდიდატურას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული კანდიდატი წარმოადგინოს. ძალიან საინტერესოა, რომ მზრუნველი პრეზიდენტი გვყავს“, - აღნიშნა კალაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი