უახლესი ამბები
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
რეგიონები
განმეორებითი კენჭისრა ჩაშლილ საარჩევნო უბნებში ხვალ გაიმართება
ჩაშლილ საარჩევნო უბნებში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები ხვალ გაიმართება.
საუბარია ზუგდიდისა და მარნეულის საარჩევნო ოლქების რამდენიმე უბანზე.
ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრა მარნეულში ერთ, ზუგდიდში კი, სამ უბანში ჩატარდება.
კონკრეტულად კი, ხელახალი არჩევნები ზუგდიდის ორ სოფელში - განმუხურსა (ერთი საარჩევნო უბანი) და ჯიხაშკარში (2 საარჩევნო უბანი) ტარდება.
მარნეულში კი, არჩევნები სოფელ ყიზილაჯლოში, #48-ე საარჩევნო უბანში გაიმართება.
ზუგდიდის #66 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ,,ქართული ოცნებიდან’’ ედიშერ თოლორაია იბრძვის, რომლის კონკურენტიც ,,ნაციონალური მოძრაობის’’ კანდიდატი, სანდრა ელისაბედ-რულოვსია.
რაც შეეხება მარნეულის #36 საარჩენო ოლქს, მაჟორიტარობისთვის ერთმანეთს ,,ქართული ოცნების’’ კანდიდატი თამაზ ნავერიანი და ,,ნაციონალური მოძრაობის’’ კანდოდატი აკმამედ იმამკულიევი უპირისპირდებიან.
ნინო ექვთიმიშვილი