უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 იანვარი, 2020 15:05
font-size

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებული თბილისში დააკავეს და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 26 მაისს გ.ბ. ქ.თბილისში, უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებებს - 4,2405 გრ. „ბუპრენორფინსა“ და 0,5595 გრ. „მეთადონს“. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები სამართალდამცველების მიერ ამოღებული იქნა გ.ბ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად. სასამართლოში ასევე დადგინდა, რომ გ.ბ.-მ 2019 წლის მაისში უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც დაუდგენელ პირებზე გასაღების მიზნით, თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიებზე დატოვა.

სამართალდამცველებმა გ.ბ. 2019 წლის 26 მაისს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ბ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

27 იანვარი, 2021 , 15:25

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი და ერთი პირი დააკავეს. როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს სახელმ

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 131 ფაქტი გამოავლინა

27 იანვარი, 2021 , 12:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 131 ფაქტი გამოავლინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელე

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

26 იანვარი, 2021 , 17:22

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი

დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილის დევნის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა

26 იანვარი, 2021 , 14:10

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილის დევნის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა პროკურატურის მიერ დასახელებული

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 368 ფაქტი გამოავლინა

26 იანვარი, 2021 , 11:45

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 368 ფაქტი გამოავლინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კო

ნარკოდანაშაულისთვის ცოლ-ქმარი დააკავეს

26 იანვარი, 2021 , 11:00

საპატრულო პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩ