უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 აგვისტო, 2020 13:20
font-size

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებული ნ.ა. დამნაშავედ ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 04 თებერვალს, ნ.ა. გარდაბნის რაიონში, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 154,4242 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს.

„სამართალდამცავებმა ნ.ა. 2020 წლის 4 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საგამოძიებო სამსახური ენზელ მკოიანის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

ენზელ მკოიანის განცხადებების და მის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გასული დღეების განმავლობაში ენზელ მ

არსებობს ბაჩალიაშვილის აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომელშიც ის ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე საუბრობს - პროკურორი

18 სექტემბერი, 2020 , 14:45

პროკურორ ამირან გულუაშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალებში არსებობს აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომელშიც ბაჩალიაშვილი ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე საუბრობს. როგორც პროკურორი ამბობს, მასალა ბაჩალი

თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია უნდა იყოს - პროკურატურა

18 სექტემბერი, 2020 , 14:45

პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია უნდა გამხდარიყო. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ, ქიმიურ, ბიოლოგიურ, ტრასოლოგიური დასკვნებზე, ასევე

რუსთავში პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ორი პირი დააკავა

17 სექტემბერი, 2020 , 16:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ორი პირი - ბ.ბ. და ნ.უ. ქალაქ რუ

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

17 სექტემბერი, 2020 , 15:15

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი", არადეკლარირებული მედიკამენტების, სიგარეტისა და სხვადასხვა დასახელების საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტ

მორაგბის დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

17 სექტემბერი, 2020 , 10:40

მორაგბე, "შვიდკაცას" კაპიტნის რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტ