უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


სამართალი

13 ოქტომბერი, 2017 12:15
font-size

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დოკუმენტების თანახმად, აღნიშნულ პირი, საბაჟო - გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში სატვირთო ავტომანქანით ყვავილების ტრანსპორტირებას ახორციელებდა. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ რეალურად, ბრალდებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ცდილობდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 217 500 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების 75 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე.

საქართველოს მოქალაქემ ბაქოში იტალიის მოქალაქე გაქურდა

18 ოქტომბერი, 2017 , 17:40

ბაქოში ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი, იტალიის მოქალაქე რენატო ზორზე გაქურდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული Lent.az წერს. მედიის ინფორმაციით, 61 წლის ზორზემ პოლიციაში განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ქალი გაიც

სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით შენახვის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო

18 ოქტომბერი, 2017 , 17:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში არაერთგზის, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.კ. ერთ-ერთი თურქული სამშენებლო კომპანიის კუთვნილი

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

18 ოქტომბერი, 2017 , 15:40

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული კ.გ. ნარკ

საკონსტიტუციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო

18 ოქტომბერი, 2017 , 13:20

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოქალაქე ნოდარ დვალის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელე ედავებოდა სამოქალაქო კოდექსის 185-ესა და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილს კონსტიტუციის 21-

ე,წ ციანიდის საქმეზე სამივე პროკურორი გამოკითხა

18 ოქტომბერი, 2017 , 13:05

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის სამივე პროკურორი - ჯარჯი წიკლაური, ზვიად გუბელაძე და ვლადიმერ ვექილიანი გამოკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. პროკურორებმა ყველა კითხვას უპასუ

ახალი გამგებლის/მერის არჩევისას უწყების ყველა სამსახურის ხელმძღვანელისთვის უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტის შესახებ ნორმა არაკონსტიტუციურად ცნეს

18 ოქტომბერი, 2017 , 10:30

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ის ნორმები, რაც ახალი გამგებლის/მერის არჩევისას ავტომატურად უფლებამოსილებას უწყვეტდა გამგეობის/მერიის ყველა სამსახურის ხ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე