უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 აპრილი, 2018 10:45
font-size

განცხადებას უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე არ ვწერ - გედევან ფოფხაძე

პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ განცხადებას უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე არ წერს და თუკი ვინმეს აქვს მასთან პრეტენზია, ამ პრეტენზიას კი სამართლებრივ შედეგებში გადასახავს, ეს ამ ადამიანების ინიციატივა იქნება.

გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ მისი ამოცანა არ არის არავის გახლეჩვა და პირიქით, სურს, გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

„განცხადებას უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე არ ვწერ, ასე რომ, ტექნიკურად ამ პროცესს არ ვიწყებ. თუ უმრავლესობაში აქვს ვიღაცას ჩემ მიმართ პრეტენზია და უნდა, ეს პრეტენზია სამართლებრივ შედეგებში გადასახოს, ეს უკვე იქნება იმ ადამიანების ინიციატივა და ისინი დააყენებენ ასეთ საკითხს.

მე მგონია, რომ ის კი არ უნდა ვარჩიოთ, ვინ იყო ჩვენ შორის მტყუანი, არსებული პრობლემების გადალახვაზე და უმრავლესობის განვითარებაზე ერთად უნდა ვიფიქროთ და მე მზად ვარ, ისევე, როგორც ხუთი წელი შემქონდა ჩემი წვლილი გუნდის საქმიანობაში, ამაშიც შევიტანო.

ჩემი ამოცანა და მიზანი არავის გახლეჩვა და არავის დაზარალება არ არის, პირიქით, მინდა, გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს სწორი გზით“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას გედევან ფოფხაძემ.

დეპუტატის თქმით, ახლა არსებითად მნიშვნელოვანი პარტიისთვის სწორი გზით გადაწყვეტილების მიღებაა და თუ ეს შეთანხმებები ვერ მოხერხდა და ვინმეს წასვლა მოუხდა, ეს ტრაგედია არ იქნება.

გედევან ფოფხაძე იმ კონსულტაციებსაც გამოეხმაურა, რომელიც საკითხის ირგვლივ უმრავლესობაში ჩაინიშნა და რომელიც სავარაუდოდ მომდევნო კვირას შედგება.

„მე ახლა უფრო სწორად მიმაჩნია, დავანებოთ თავი საჯარო სივრცეში ერთმანეთის გაკრიტიკებას. დავსხდეთ და უმრავლესობის სხდომა კითხვებს პასუხსა გასცემს, რაც მოგვცემს საშუალებას, ერთმანეთთან საერთო ენა გამოვნახოთ.

არ მინდა, ვინმეს ხელი შევუშალო, ემსახუროს ამ ქვეყანას, მაგრამ მეც მინდა, მომეცეს საშუალება, რომ პირნათლად, ჩემი სინდისიდან გამომდინარე ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში აშშ-ის საელჩო გამყოფ ხაზზე მიმდინარე პროცესისა და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს

27 მაისი, 2020 , 20:12

საქართველოში აშშ საელჩო ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესისა და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ულოცავს საქართველოს

სალომე ზურაბიშვილი მონაკოს პრინცს ტელეფონით ესაუბრა

27 მაისი, 2020 , 17:46

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მონაკოს პრინცს, ალბერ მეორეს ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა, რადგან

გიორგი გახარია არის ჯალათი, არის „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი - თინა ბოკუჩავა

27 მაისი, 2020 , 16:59

გიორგი გახარია თავმომწონედ პოზირებს, თითქოს დაავიწყდა, რომ მისთვის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზ

ნატო ჩხეიძე პრემიერს: ძნელბედობაა ბატონო გიორგი ახლა და თქვენი „წერტილები“ ჩვენს მოსახლეობას ვერაფერში დაეხმარება

27 მაისი, 2020 , 16:05

თქვენი მთავრობის მუშაობის შემხედვარე აუცილებლად გაახსენდება ადამიანს რობერტ ბერნსის ერთი ფრაზა. ვფიქრობ, რომ ის ესადაგება თქვენი მთავრობის მუშაობას და თქვენი ნებართვით ვიტყვი: „ცხენების ჩონჩორიკს რომ უნდა ხვეტავდნე

რუსეთის მოწოდება სხვა ქვეყნებისადმი, შეასრულონ ღია ცის ხელშეკრულების დებულებები პოლიტიზების გარეშე, სხვა არაფერია, თუ არა ცინიკური განცხადება - საქართველოს საგარეო უწყება

27 მაისი, 2020 , 14:37

წლების განმავლობაში, რუსეთი სისტემატურად არღვევს ღის ცის ხელშეკრულების დებულებებს და ახდენს მის პოლიტიზებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარშია ნათქვამი, რომლითაც უწყება რუსეთის საგა

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, არ დაუშვან ლუგარის ცენტრის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვქვეშ დაყენება - საგარეო უწყება

27 მაისი, 2020 , 14:15

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არანაირი ორმხრივი იურიდიული ვალდებულება ამ საკითხზე არ გააჩნია, საქართველო, გამოთქვამს მზადყოფნას, უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შო