უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

31 მარტი, 2018 14:00
font-size

განცხადებაც კი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე უნდა გახდეს დასჯადი - ლეიბორისტული პარტიის ინიციატივა

ლეიბორისტული პარტია გამოდის ინიციატივით, რომ განცხადებაც კი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე, გახდეს დასჯადი.

ინიციატივის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ცხინვალის მისადგომებთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

,,შესრულდა 27 წელი დამოუკიდებლობის აღდგენაზე ჩატარებული რეფერენდუმიდან, რომელზეც საქართველოს მოსახლეობის 99%-ზე მეტმა ხმა მისცა ეროვნული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და ეს პროცესი წარმატებით ჩატარდა მათ შორის სამაჩაბლოში, ცხინვალში, ასევე აფხაზეთში.

დღეს 27 წლის თავზე ქართული სახელმწიფოებრივი გალავანი მორღვეულია და მასზე ყველა ჯურის ოკუპანტია წამოსკუპებული. ქართულმა სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს მაქსიმალურად ყველა ბერკეტი, რათა რეფერენდუმის პრინციპები დამოუკიდებლობის აღდგენაზე გახდეს რეალურად შესრულებადი, არ დარჩეს ქაღალდზე და დასრულდეს ოკუპაციის ეს ტრაგიკული პროცესი.

ლეიბორისტული პარტია გამოდის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ინიციატივით. ჩვენ ვიწყებთ 25 ათასი ხელმოწერის შეგროვებას, რათა განცხადებაც კი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე გახდეს დასჯადი ყველა სიტუაციასა და ყველა ვარიანტში. ვფიქრობ, მოსახლეობა მასობრივად დაგვიჭერს მხარს ამ ღონისძიებაში და ასევე, გამოგვიცხადებენ სოლიდარობას პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

თვით განცხადებაც კი, რომ საქართველოს გამოეყოს ტერიტორია, საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნას რაღაც ე.წ. სახელმწიფო და დაირღვეს ტერიტორიული მთლიანობა, უნდა იყოს დასჯადი“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ფინეთი გმობს სოფელ ატოცში ხელოვნური ბარიერების აღმართვას

12 ნოემბერი, 2018 , 17:45

„წელს აღინიშნება რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავი, მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ფინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოვხატო ფინეთის სოლიდარობა საქართველოს

აშშ გმობს სოფელს ატოცში რუსეთის მიერ წარმოებულ “ბორდერიზაციას” - საქართველოში აშშ-ს საელჩო

9 ნოემბერი, 2018 , 11:25

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს სოფელს ატოცში რუსეთის მიერ წარმოებულ “ბორდერიზაციას”- ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს twitter -ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ღ

არც თუ ისე შორეულ მომავალში, ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ტერიტორიებს გამთლიანებულს -ირლანდიელი სენატორი

9 ნოემბერი, 2018 , 10:40

ირლანდიელი სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლებით და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ. ირლანდიის სენატის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პარალელურად, საქართველოს ტერ

12 ნოემბერს სერგეი ლავროვი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

8 ნოემბერი, 2018 , 13:15

12 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელ  დიმიტრი მედოევს შეხვდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცია

ფაქტობრივად დაცლილი ცხინვალის იზოლაციას აკეთებენ - ქეთევან ციხელაშვილი

7 ნოემბერი, 2018 , 14:00

საოკუპაციო ზოლზე, სოფელ ატოცში, სადაც რუსი ოკუპანტები უკანონო ბორდერიზაციას ეწევიან, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ჩავიდა. ციხელაშვილი პირადად გაეცნო სოფელში მი

რუსი ოკუპანტები სოფელ ატოცთან რკინის ბოძებს ამონტაჟებენ

7 ნოემბერი, 2018 , 14:00

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ისინი რკინის ბოძებს ამონტაჟებენ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც მოსახლეობა საძოვრებად და სახნა