უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

27 ოქტომბერი, 2017 14:10
font-size

განცხადებები,რომ ლარის კურსზე წინასაარჩევნოდ დახარჯულმა თანხებმა იქონია გავლენა, ჭიქა წყალში ქარიშხლის ატეხვას ჰგავს - დავით ჭიჭინაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წვერის, დავით ჭიჭინაძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების სავარაუდო მიზეზებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის განმარტება უნდა გააკეთოს.

როგორც დავით ჭიჭინაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეროვნული ბანკი უნდა აანალიზებდეს თუ რა იწვევს ეროვნული ვალუტის დევალვაციას და შესაბამის ინფორმაციას აწვდიდეს მოსახლეობას.

„ძალიან უცნაური განცხადება მოვისმინეთ ქვეყნის პირველი ბანკირისგან, რომ ის კომენტარებს არ გააკეთებდა ამ საკითხზე. ვთვლი, რომ ზოგადად, ეროვნული ბანკის მხრიდან საჭიროა განცხადების გაკეთება, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რატომ მყარდება ან უფასურდება ეროვნული ვალუტა. არჩევნების მეორე დღეს ეროვნული ვალუტის გაუფასურება არალოგიკურია. არჩევნები იყო შაბათს. ეროვნული ვალუტის გაუფასურება დაიწყო კვირას. კვირას არც ეკონომიკური აქტივობაა არც არაფერი, ესეც უცნაურია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ- საჭიროა განმარტება ეროვნული ბანკის მხრიდან.

განცხადებები, რომ ლარის კურსზე წინასაარჩევნოდ დახარჯულმა თანხებმა იქონია გავლენა, ჭიქა წყალში ქარიშხლის ატეხვას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას. არც ისეთი დიდი თანხა დაიხარჯა საარჩევნოდ, რომ ეს ლარის კურსის ცვალებადობაზე ასახულიყო, იქიდან გამომდინარე რა ფულადი მასა ტრიალებს ქვეყნაში ძალიან მცირეა წინასაარჩევნოდ დახარჯული თანხა. მაშინ რას ნიშნავს, რომ ხელფასის გაცემის დღეები როცაა და ვიცით, რომ საჯარო უწყებებში ხელფასი პრაქტიკულად ერთი და იმავე დღეებში გაიცემა ლარის კურსი უნდა ეცემოდეს და მერე მყარდებოდეს?“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში - თეა წულუკიანი

27 მაისი, 2020 , 10:55

ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში. შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, ამაზე საუბარიც არ ყოფილა, - ასე პასუხობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მის შესაძლო გამწ

ქვეყანა სესხულობს, პროცენტი ჩართულია და ფული გაჩერებული, ეს ჩვენი მთავრობის უთავბოლობის, არაპროფესიონალიზმის ბრალია - დავით ჭიჭინაძე

26 მაისი, 2020 , 17:53

ქვეყნის ინფრასტრუქტურა, რეგიონალური განვითარება, რეგიონებს შორის კოორდინაცია - ეს არ არის მარტივი საქმე და მინისტრი, რომელიც ამ თანამდებობას იკავებს, დარგის პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს და არა ადამიანი, რომელსაც კანცელა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ სახელმწიფომ მოკლა „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრები - ანრი ოხანაშვილი

25 მაისი, 2020 , 15:17

საინტერესოა, რას ეტყვიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ციხის ბუნტის“ საქმეზე იმ ადამიანებს და მათ ოჯახებს, რომელთა საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის, კერძოდ, სიცოხლის

მთელი მსოფლიოს აზრი ცნობილია ანაკლიაზე და „ქართული ოცნების’’ მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე - გრიგოლ გეგელია

22 მაისი, 2020 , 17:45

„ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, სავალალოა, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე უკეთ სხვა სახელმწიფოებს ესმით ის თუ, რა არის საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის. გეგელიას განცხადებით, ევროპარ

ნატო ჩხეიძე: კაცს რომ დამპყრობელი არგონავტები ჩვენი სამშობლოს სიმბოლო ჰგონია, რა გასაკვირია, პარლამენტის რიგიანი მუმაობა მასკარადი ეგონოს

22 მაისი, 2020 , 14:17

დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას: „ჩვენ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.  „სერიი

დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს კომპლიმენტისთვის - გიგა ბოკერია

21 მაისი, 2020 , 17:13

„გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ყველა საქმეში, რაშიც არის, უნდა ეცადოს, რომ იყოს პირველი, თუ გოიმი ხარ, ჯობია ნომერ პირველი გოიმი იყო,“ – ასე გამოეხმაურა პარტია „ევროპული საქართველოს“