უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

26 მარტი, 2019 15:00
font-size

განვითარებადი აღმოსავლეთ აზიის ობლიგაციების ბაზარი იზრდება, თუმცა პრობლემები რჩება

ინვესტორთა ნდობა განვითარებადი აღმოსავლეთ აზიის ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციების ბაზრის მიმართ გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ მწვავედ დგას რეგიონის ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის მიმდინარე სავაჭრო კონფლიქტები, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) აზიის ობლიგაციების მონიტორის - Asia Bond Monitor -კვარტლურ ანგარიშში.

როგორც „მედიანიუსს“ აზიის განვითარების ბანკიდან აცნობეს, 2018 წლის მიწურულს განვითარებად აღმოსავლეთ აზიაში 13.1 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის ადგილობრივი ვალუტის ობლიგაცია ირიცხებოდა, რაც 2.4%-ით მეტია 2018 წლის სექტემბრის მიწურულისა და 11.9%-ით მეტია 2017 წლის ბოლო მონაცემებთან.

საპროცენტო განაკვეთიდან მიღებული შემოსავლები შემცირდა, ხოლო ბაზრების უმრავლესობაში შეინიშნება ობლიგაციებში უცხოურ ინვესტიციების მოცულობის ზრდა. თუმცა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციებში უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებამ რეგიონული ტენდენცია დაარღვია. უცხოურ ვალუტაში ანაბრების წილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბაზარზე 2018 წლის დეკემბერში 5.0%-ით დაეცა სექტემბერის მიწურულის 5.1%-თან შედარებით და 2016 წლიდან არსებულ მზარდ ტენდენციაში განსხვავებული მაჩვენებელი შეიტანა, რადგან აშშ დოლარის საპროცენტო განაკვეთის განუხრელი ზრდა და ჩინური იუანის გაუფასურება შეჩერდა.

„ფინანსური სტაბილურობის რისკები განვითარებად აღმოსავლეთ აზიაში ბოლო დროს შედარებით შემცირდა. თუმცა, გარკვეული რისკები რჩება, რაც განპირობებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის გადაუჭრელი სავაჭრო კონფლიქტით, გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან პოტენციურად არაორგანიზებული გამოსვლით და გლობალური ზრდის შენელებით. გასული ათი წლის განმავლობაში კერძო ვალის სწრაფი ტემპით ზრდამ, შესაძლოა, ასევე გავლენა იქონიოს რეგიონის ეკონომიკებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე“, - განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ.

ფინანსური რყევების ტალღა, რომელმაც გასულ წელს განვითარებად ბაზრებზე უარყოფითად იმოქმედა, ბოლო თვეებში შემცირდა. მოწყვლადი ბაზრები, როგორიცაა არგენტინა და თურქეთი სტაბილურობის ნიშნებს ავლენენ. განვითარებად აზიასა და ყველა სხვა რეგიონში სტაბილურობას, რაც ადგილობრივი ვალუტების კურსის დასტაბილურებაში გამოიხატება, განაპირობებს აშშ-ს ფედერალური რეზერვიდან პროცენტული განაკვეთების ზრდის მოსალოდნელი შემცირება. ამგვარი დადებითი განვითარების მიუხედავად, არსებული გლობალური სავაჭრო დაძაბულობა და სხვა მნიშვნელოვანი რისკები გლობალურ რყევებს შემცირების საშუალებას არ აძლევს.

2018 წლის ბოლოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას განვითარებად აღმოსავლეთ აზიაში ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციების ბაზარზე ყველაზე მეტი, 9.453 ტრილიონი აშშ დოლარის ობლიგაცია ჰქონდა, რაც მთელი რეგიონის 72.2%-ს წარმოადგენს. მთლიანად აზიაში მას მოცულობით მხოლოდ იაპონია - 10.668 ტრილიონი აშშ დოლარით უსწრებს.

განვითარებადი აღმოსავლეთ აზია მოიცავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას; ჰონგ კონგს, ჩინეთი; ინდონეზიას, კორეის რესპუბლიკას, მალაიზიას, ფილიპინებს, სინგაპურს, ტაილანდსა და ვიეტნამს.

ანგარიშში აღნიშნულია, მწვანე ობლიგაციების ბაზრის განვითარების პოტენციალიც, რომელიც გამოიყენება გარემოსა და კლიმატის დაფინანსებისთვის. 2016-2018 წლებში რეგიონში მწვანე ობლიგაციების გაცემა განპირობებული იყო ჩინურ იუანში დენომინირებული ობლიგაციებით, რამაც გამოცემული განვითარებადი ბაზრის მწვანე ობლიგაციების 46% შეადგინა. ინდურ რუპიაში დენომინირებულმა მწვანე ობლიგაციებმა ჯამური მოცულობის 2% შეადგინა.

ანგარიშში ასევე საუბარია ტენდენციაზე, რაც გულისხმობს ვალის გაძვირებას კლიმატის ცვლილების წინაშე მეტად მოწყვლადი ბაზრებისთვის. ვალზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი ნიშნავს იმ პროექტების ხარჯების გაძვირებას, რომლებიც კლიმატის ცვლილებების ფიზიკური გავლენის შემცირებაზე მუშაობენ.
ADB მხარს უჭერს საქართველოში კაპიტალური ბაზრის განვითარებას და მისი ხელშეწყობით გამოიცა ლარში დენომინირებული ობლიგაციები.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2018 წელს ADB-ს მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გამართული მოსმენისას საქარველოსადმი მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

19 ივნისი, 2019 , 11:25

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა თემაზე „ღირსების რევოლუციიდან ხუთი წელი: უკრაინის პროგრესი/რუსეთის მავნებლური ქმედებები.“ მოსმენ

აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიხედვით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე და პარტნიორია

18 ივნისი, 2019 , 13:25

აშშ-ის სენატმა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 2020 ფისკალური წლის კანონპროექტის (NDAA FY20) საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 2019 წლის ტექსტისგან

საქართველოს მოქალაქეების ისრაელში უკანონოდ შეყვანის ორგანიზების ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს

17 ივნისი, 2019 , 14:41

ისრაელის პოლიციამ დააკავა ექვსი ადამიანი, რომლებიც ისრაელში, ბენ გურიონის აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ შეყვანის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „იერუსალიმ პოსტზ

სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

15 ივნისი, 2019 , 11:25

სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარა და გახდა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მე-14 ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხო

ამერიკულ ბიზნესწრეებს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოში საქმიანობისთვის -კენეტ ენჯელი

13 ივნისი, 2019 , 11:42

ამერიკულ ბიზნესწრეებს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოში საქმიანობისთვის და მოხარული ვართ ჩვენი თანამშრომლობით საქართველოსთან, - ამის შესახებ აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მმართველმა დი

როგორც აშშ-ში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი ცნობილი შტატის წარმომადგენელი, ვიმედოვნებ, ოდესმე ვესტუმრები ღვინის სამშობლოს - სენატორი ქორი გარდნერი

13 ივნისი, 2019 , 11:31

აშშ-ში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი ცნობილი შტატის - კოლორადოს წარმომადგენლის რანგში, ვიმედოვნებ, ოდესმე ვესტუმრები ღვინის სამშობლოს - საქართველოს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატორმა კოლორადოს შტატიდან, ქორი გარდნერმა ვაშინგტ