უკან

სამართალი

14 თებერვალი, 2020 14:25
font-size

განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ა.დ. დამნაშავედ ცნო.

როგორც „მედიანუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2008 წლის 23 მაისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ა. დ.-ს ქ.თბილისში, კაფე-ბარ „შარდენ-ბარში“ ლ. ა.-სთან კამათი მოუხდა, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მათ გაშველებას ბარის დაცვის თანამშრომლები შეეცადნენ და ეზოში გაიყვანეს, სადაც ჩხუბი გაგრძელდა. მოგვიანებით კი სიონის ქუჩაზე მდებარე რესტორან ,,კონკასთან’’ გადაინაცვლეს, სადაც ა.დ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ლ.ა.-ს დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და კვლავ აპირებდა დანის დარტყმას, თუმცა მას დაცვის თანამშრომელი რ. ნ. გადაუდგა. აღნიშნულით განაწყენებულმა ა.დ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, რ.ნ. -ს დანით გულ-მკერდის არეში მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად რ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ლ.ა.-ს გადარჩენა მოხერხდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.დ. დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მას გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ა. დ.-ს მიმართ მიმდინარეობს ძებნა.

სოფელ ყარაჯალარში ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს

18 თებერვალი, 2020 , 11:10

სოფელ ყარაჯალარში ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის სამართალდამცავებმა 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ამის შესახებ „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებულმა

მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

18 თებერვალი, 2020 , 11:00

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფ

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 305 კგ. და 485 გრ. უაქციზო თუთუნი ამოღეს

17 თებერვალი, 2020 , 20:01

14-16 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს და იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებულ

ყალბი 500-ევროიანების გასაღებისთვის ბრალდებულებს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ

17 თებერვალი, 2020 , 16:35

ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა, გასაღების და გასაღების მიზნით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვისთვის ბრალდებულებს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

17 თებერვალი, 2020 , 14:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული დ.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტ

22 ნოემბერს, სუს-თან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 5 პირს საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა

17 თებერვალი, 2020 , 14:55

22 ნოემბერს, სუს-თან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 5 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა. მოსამართლე ივანე ღლონტმა ნიკა პეტრიაშვილი, ბექა პეტრიაშვილი, ბექა ნათელაშვილი, ოთარ ბექაური და თ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`