უკან

სამართალი

5 ოქტომბერი, 2017 17:45
font-size

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ე.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 20:40 საათზე ე.ბ.-მ ქ.თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით გ.ზ.-ს გულმკერდის არეში მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

,,მიღებული ჭრილობის შედეგად გ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა.

ე.ბ.-ს 2017 წლის 26 ივნისს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), შეეფარდა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. სამართალდამცველებმა ე.ბ. 29 ივნისს ქ. თბილისში დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.ბ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულებს 7 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

15 იანვარი, 2019 , 17:20

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებული პირები - დ.ჭ., კ.ბ. და გ.ბ. დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ს

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ - სასამართლოში სარჩელის განხილვა გრძელდება

15 იანვარი, 2019 , 10:35

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ - თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის განხილვა დღეს გაგრძელდება, რომლის მიხედვითაც აიზა მარგოშვილი და მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ს უპირისპირდე

სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლა

14 იანვარი, 2019 , 17:00

სამოქალაქო აქტივისტმა, მარიამ დოლიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლა. დოლიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის Facebook-ის გვერდზე კრიტიკული კომენტარების გამო დაბლოკვით მი

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ

14 იანვარი, 2019 , 16:10

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ხვალ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ. საკანონმდებლო წინადადების მთავარი მიზანია, შეიცვალოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მოსამართლეთა შერჩევის საკუთარ კრიტერიუმებზე მუშაობენ

14 იანვარი, 2019 , 16:10

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკუთარ კრიტერიუმებზე მუშაობენ. როგორც საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ განმარტა, საკანონმდებლო ორგან

დავით კირკიტაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

14 იანვარი, 2019 , 14:50

დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც გამოძიება მას გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, სასამართლომ გაამართლა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი დარახველი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`