უახლესი ამბები
- 27.01.2021 20:33„თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ და დააგემოვნონ“ - ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარში კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა
- 27.01.2021 20:10ნატო ჩხეიძე: ნეტავ დივერსიული ჯგუფია თუ ჯანსაღი?..
- 27.01.2021 19:45ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ - ნათია თურნავა
- 27.01.2021 17:40პარტიებს და ლიდერებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება, თუ ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ უნდა გათავისუფლდეს - არჩილ თალაკვაძე
- 27.01.2021 17:40ამ დროისთვის, ირანულმა მხარემ საზღვარზე შეჩერებული ტრანსპორტის გატარება დაიწყო - საგარეო საქმეთა სამინისტრო
- 27.01.2021 17:201 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2969 ლარი გახდა
- 27.01.2021 17:20ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
- 27.01.2021 17:20თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატო-ს მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში შეხვედრები გამართა
- 27.01.2021 16:35ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, გუბაზა პარლამენტში იქნება თუ არა - ირაკლი ზარქუა
- 27.01.2021 16:35თუ ასე გაგრძელდა, მერე ვნახოთ, როგორ ჩავერევით - მეუფე იაკობი
არქივი
სამართალი


განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ე.მ. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის აპრილის დასაწყისში, თბილისში, არასრულწლოვანმა ა.ა.-მ და მისმა მეგობრებმა - მ.ჰ.-მ და ე.ჰ-მ, ძმების - გ.ბ.-ს და ს.ბ.-სგან ერთი დღით ავტომანქანა იქირავეს, რომელიც მეორე დღეს მ.ჰ.-მ ვაშლიჯვარში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დააზიანა.
„2019 წლის 18 აპრილს, ა.ა-სთან და მის მეგობრებთან შესახვედრად გ.ბ. და ბ.ა. მივიდნენ, სადაც ასევე იმყოფებოდა ი.გ. აღნიშნულ ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ე.მ.-ც მივიდა, რომელიც საუბარში ჩაერია და შელაპარაკება მოუვიდა ი.გ-სთან. აღნიშნულით განაწყენებულმა ე.მ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ი.გ.-ს დამიზნებით ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად ი.გ. გარდაიცვალა.
ასევე გასროლის შედეგად გამჭოლმა ტყვიამ გ.შ.-ს კუთვნილი ავტომანქანის უკანა კარი დააზიანა. სამართალდამცველებმა ე.მ. თბილისში 2019 წლის 19 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება), 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
27 იანვარი, 2021 , 15:25

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 131 ფაქტი გამოავლინა
27 იანვარი, 2021 , 12:00

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
26 იანვარი, 2021 , 17:22

დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილის დევნის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა
26 იანვარი, 2021 , 14:10

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 368 ფაქტი გამოავლინა
26 იანვარი, 2021 , 11:45

ნარკოდანაშაულისთვის ცოლ-ქმარი დააკავეს
26 იანვარი, 2021 , 11:00