უახლესი ამბები
- 18.01.2021 23:20რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე
- 18.01.2021 21:40„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
- 18.01.2021 21:32საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს - „ევროპელი სოციალისტები“
- 18.01.2021 20:59ლევან ვასაძე პოლიტიკაში აქტიურად ერთვება
არქივი
სამართალი


განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული კ. ი. დამნაშავედ ცნო.
როგორც „მედიანიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 23 საათზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი კ. ი. მისი კუთვნილი ავტომანქანით მივიდა ქ. ონში, სააკაძის ქუჩაზე მდებარე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სიტყვიერად დაუპირისპირდა მეზობლად მცხოვრებ ნ. ბ.-ს. მათ შორის დაწყებული შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.
განვითარებული კონფლიქტისა და ჩხუბის პროცესში, ნ. ბ.-ს მხრიდან განხორციელებული ძალადობით განაწყენებული კ. ი. მივიდა მისივე ავტომანქანასთან ამოიღო დანა და განზრახ მოკვლის მიზნით ნ. ბ.-ს რამდენიმეჯერ ჩაარტყა მუცლისა და წელის არეში.
პოლიციის თანამშრომლებმა კ. ი. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კ. ი. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ განუსაზღვრა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა
18 იანვარი, 2021 , 16:10

ივანიშვილის ბანკირის თაღლითური საქმიანობა ბერმუდის კუნძულების სასამართლოში განიხილება
18 იანვარი, 2021 , 16:10

პოლიციამ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოავლინა
18 იანვარი, 2021 , 12:25

ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
18 იანვარი, 2021 , 10:55
კასპში დაკავებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, იგი რუსეთში გადასვლას ითხოვდა - ვლადიმერ ბორცვაძე
16 იანვარი, 2021 , 15:40
პოლიციამ კასპში ერთ-ერთ საწარმოში მძევლად აყვანილი მოქალაქეები უვნებლად გაათავისუფლა, თავდასხმის ფაქტზე დაკავებულია 1 პირი
16 იანვარი, 2021 , 15:15