უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 ნოემბერი, 2018 13:15
font-size

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 20 მაისს, ქალაქ თელავში, ერთ-ერთ სასაფლაოს ტერიტორიაზე გ. ა-ს შელაპარაკება მოუხდა გ. ბ.-სთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით თავის, წელისა და გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის სამი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად გ. ბ-ს სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა.

სამართალდამცველებმა გ.ა. 2018 წლის 20 მაისს ქ.თელავში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ გ.ა დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა - ნათია მეზვრიშვილი

19 მაისი, 2019 , 10:34

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ არჩევნების პერიოდში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ ბრიფინგი გამართა. დღეს, მიმდინარე შუალედური და რიგგარეშე არ

ბრალი აქვს წაყენებული 2 ადამიანს, სამართლებრივ ფარგლებში მიმდინარეობს ყველაფერი - გიორგი გახარია

19 მაისი, 2019 , 10:24

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის მიერ მოხდა ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში გასროლა,განაცხადა, რომ ბრალი აქვს წარდგენილი 2 პირს და მიმდინარეობს გამოძიება. "როდესაც არჩევნებზე ვსაუ

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკების უკანონო გასაღებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

18 მაისი, 2019 , 14:35

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “ევროკავშირის მხარდაჭე

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 2 პირია დაკავებული

18 მაისი, 2019 , 11:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უკრაინის რესპუბლი

პოლიციამ მეუღლის, გერისა და სიდედრის მიმართ განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

18 მაისი, 2019 , 11:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და ოჯ

საქართველოს სიმდიდრე არის მთა და ის ხალხი, რომელიც ამ მთას ამაგრებს - მამუკა ბახტაძე

17 მაისი, 2019 , 16:39

საქართველოს სიმდიდრე არის მთა და ის ხალხი, რომელიც ამ მთას ამაგრებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომის მოსახლეობას, რომელსაც დღეს შეხვდა. მთავრობის