უკან
საზოგადოება
1 მარტი, 2021 17:30
გარდაბანში აფეთქების შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა
გარდაბანში ერთერთ სკოლასთან, სავარაუდოდ, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერება აფეთქდა - შედეგად ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ხოლო მეორე კლინიკაშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნები ძმები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანას, განთავსებას, გასროლას, აფეთქებას ან სხვა მოქმედებას, ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.