უკან
რეგიონები
28 მარტი, 2018 17:25
გარდაბანში ავარიას 18 წლის ბიჭი ემსხვერპლა
გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ქალაქის შესასვლელში ქვეითს დაეჯახა. 18 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.