უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
არქივი
რეგიონები
გარდაბანში „თბოსადგურ 2“-ის მუშათა ნაწილი გაიფიცა - ამის მიზეზად არაადამიანური სამუშაო პირობები სახელდება
გარდაბანში კომბინირებული ციკლის „თბოსადგურ 2“-ის მშენებლობაზე დასაქმებულები პროტესტის ნიშნად აქციას მართავენ. ობიექტზე სამუშაოები ნაწილობრივ შეფერხებულია, რადგან ადგილზე მხოლოდ ჩინეთის მოქალაქეები მუშაობენ.
აქციის მონაწილეთა თქმით, მათ არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა – არ აქვთ კონტრაქტები, არ არსებობს დაზღვევა, ობიექტზე არ არის დასალევი წყალი, სასადილო და ტრანსპორტი, რომ ადგილამდე მივიდნენ. მათივე თქმით, არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ ტანსაცმელი გამოიცვალონ. მათივე განმართებით, ობიექტზე არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები, ენის ბარიერის გამო ისინი ვერ ახერხებენ კომუნიკაციას დამსაქმებელთან.
აქციის მონაწილეების განმარტებით, გაფიცვა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აქციის რამდენიმე წარმომადგენელი აწარმოებს. კომპანიიდან ოფიციალური განმარტება მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაკეთდება. სამუშაოებს გარდაბნის თბოსადგურში ჩინური კომპანია „ჩაინა თიანჩენ ინჯინიერინგ ქორფორეიშენი“ ახორციელებს.