უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 მარტი, 2019 00:12
font-size

გარდაიცვალა მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობი 1931 წლის 15 ივლისს საგარეჯოს რიონის სოფელ გომბორში დაიბადა, დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1954 წლიდან მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში.

მისი ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის „ფსკერზე“, ჰენრიკ იბსენის „მოჩვენება“. უფრო მოგვიანებით, ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“, იაგოს როლი უილიამ შექსპირის „ოტელოში“, თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში“.

კინოკარიერა მგალობლიშვილმა მეორეხარისხოვანი როლებით 1958 წლიდან დაიწყო. კინემატოგრაფიაში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით მარკ ზახაროვის „სიყვარულის ფორმულაში“ გრაფი კალიოსტროა. ნოდარ მგალობლიშვილი იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი 1976 წლიდან და სახალხო არტისტი 1979 წლიდან.

ნოდარ მგალობლიშვილმა 2001 წელს უარი თქვა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ გადაცემულ ღირსების ორდენზე. განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრება აიძულა.
ნოდარ მგალობლიშვილს ჰყავს მეუღლე, ვაჟიშვილი, ორი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი.

„მედიანიუსი“ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ნოდარ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

მოვითხოვთ პარლამენტმა დაუყონებლივ აკრძალოს გვამებით ვაჭრობა და დაჩქარებული წესით მიიღოს ჩვენი კანონპროექტი - ლაშა ჩხარტიშვილი

20 აპრილი, 2019 , 16:45

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა, პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი გამაფრთხილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

20 აპრილი, 2019 , 14:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს. უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამოდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენ

მთაწმინდელებში ცალსხად ერთი განწყობაა, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს - შალვა შავგულიძე

20 აპრილი, 2019 , 12:15

ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ამომრჩევლებს ხვდება. შალვა შავგულიძე პეტრიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. როგორც „ევროპული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

20 აპრილი, 2019 , 11:12

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათს სრ

ნინო ანანიაშვილი ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი გახდა

20 აპრილი, 2019 , 10:20

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი ევროპა ნოსტრას საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს. „ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი საქართველოში. ევროპა ნოსტრას პრეზ

საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო

19 აპრილი, 2019 , 15:40

საქართველოს მთავრობამ დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019