უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 სექტემბერი, 2018 15:00
font-size

გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია 2018 წლის 1 ოქტომბრიდან იკრძალება

პლასტიკის პარკების მოხმარება გლობალური მასშტაბის პრობლემას წარმოადგენს. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, საგრძნობლად გაიზარდა პლასტიკისგან დამზადებული შესაფუთი მასალის მოხმარება. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის გარემოს, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციით, განსაკუთრებით პლასტიკის ერთჯერადი პარკებით ბინძურდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პლასტიკის პარკი, თავისი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე არ ექვემდებარება ბიოლოგიურ დეგრადაციას, ხოლო მის დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება. პლასტიკის პარკები, ერთჯერადად მოხმარებისთანავე, გადაიქცევა ნარჩენად, ხვდება გარემოში და საბოლოოდ იწვევს გარემოს (ნიადაგის/წყლის) დაბინძურებას. პლასტიკის ნაწარმის მოხმარების ზრდასთან ერთად, პრობლემის მასშტაბები მუდმივად მზარდია. არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ პლასტიკის ნარჩენების სრული გადამუშავება ვერ ხდება.

საქართველოს მთავრობამ, ახალი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, გარემოს დაბინძურების შემცირებას და ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ინიციატივების წახალისებას, მიიღო რეგულაცია, რომლის მიხედვითაც:

2018 წლის 1 ოქტომბრიდან, იკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

2019 წლის პირველი აპრილიდან კი აიკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. დაშვებული იქნება ნებისმიერი სისქის მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვის ფაქტზე იმერეთში ორი პირი დააკავეს

18 აპრილი, 2019 , 10:10

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული დ. კ.

ქრთამის აღების ფაქტზე გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

18 აპრილი, 2019 , 10:10

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეო

მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი მოსაზრებებს ავრცელებს

17 აპრილი, 2019 , 20:57

საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრება

გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

17 აპრილი, 2019 , 20:24

გენერალური პროკურატურა ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას სთავაზობს, ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირების საქმის მასალების გასაცნობად საგამოძიებო უწყებაში მივიდეს, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის

თბილისის სააპელაციო სასამართლო „ბაღების საქმეზე“ ხვალ სხდომას განაახლებს

17 აპრილი, 2019 , 17:47

2019 წლის 18 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანების წინააღმდეგ ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის სააპ

ჯაბა ჯიშკარიანი პროკურატურაში დაიბარეს

17 აპრილი, 2019 , 15:50

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, თბილისის საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი პროკურატურაში დაიბარეს. როგორც ჯიშკარიანი ამბობს, მისი დაბარების მიზეზი ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გახდ

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019