უკან

საზოგადოება

4 ივლისი, 2017 12:45
font-size

გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოში კლიმატის ცვლილების გამოვლინებებთან დაკავშირებით ოთხწლიან ინიციატივას იწყებს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) ახალ ინიციატივას იწყებენ.

პროექტის - „მე-4 ეროვნული შეტყობინება და მე-2 განახლებული ორწლიური ანგარიშის მომზადება“ შესახებ შეთანხმებას ხელი მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა მოაწერეს.

ოთხწლიანი (2017-2021) ინიციატივა, რომლის ბიუჯეტი 850 ათას აშშ დოლარს აღემატება, ითვალისწინებს ინფორმაციის შეგროვებას საქართველოში კლიმატის ცვლილების გამოვლინებების შესახებ და სათბური აირის ემისიების ინვენტარიზაციას.

ამ ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს მთავრობა მოამზადებს ანგარიშებს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ, რომელიც ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო შეთანხმებაა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ ძალისხმევაში.

საქართველო შეუერთდა გაეროს ჩარჩო კონვენციას კლიმატის ცვლილების შესახებ 1994 წელს, ხოლო 2015 წელს ხელი მოაწერა პარიზის შეთანხმებას. ეს საერთაშორისო დოკუმენტები ავალდებულებს საქართველოს გაატაროს კლიმატის ცვლილების შერბილებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, მათ შორის, შეამციროს სათბური აირის გაფრქვევა 15 პროცენტით.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) მხარს უჭერენ საქართველოს ამ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, კლიმატის ცვლილების მონიტორინგში და შესაბამისი ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაში, რაც, საბოლოო ჯამში, დაეხმარება ქვეყნის გადასვლას მწვანე განვითარების გზაზე.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი