უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

21 ნოემბერი, 2018 12:15
font-size

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი გურიაში ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი გურიის რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილე გურიის გუბერნატორთან, ზურაბ ნასარაიასთან და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან, ნინო წილოსანთან ერთად, ფერმერებს შეხვდა და რეგიონში 2012 წლიდან დღემდე განხორციელებული პროექტების შედეგები გააცნო.

გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ ყველა მხარდამჭერი ღონისძიება გათვლილია დარგის განვითარების ხელშეწყობაზე, რაც ფერმერებსა და მეწარმეებს საშუალებას აძლევს, კონკურენტუნარიანი პროდუქცია აწარმოონ და ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესონ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა შეღავათიანი ფინანსური რესურსი, რომლის ფარგლებშიც 15 ათასზე მეტმა პირმა ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტი. რის შედეგადაც, ამოქმედდა 180 ახალი და გადაიარაღდა 880 საწარმო. კერძოდ გურიის რეგიონში, დღეის მდგომარეობით, გაცემულია 200-ზე მეტი სესხი, რომელიც მესაქონლეობის, მებაღეობის, მეთევზეობის და მეფუტკრეობის განვითარებას ხმარდება. სახელმწიფოს მხარდაჭერით გახსნილია 7 ახალი და გაფართოებულია 7 საწარმო. შექმნილია ჩაის, ხილის და თხილის გადამმუშავებელი საწარმოები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რეგიონში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაა. სახელმწიფოს მიერ ფერმერების აქტიური ჩართულობით დაგეგმილი ღონისძიებების მთავარი მიზანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებისა და მიყენებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გურიის რეგიონში თერმული ნისლით დამუშავდა 139 350 ჰა ფართობი, ცივი შესხურებით - 17 629 ჰა, 7030,7 ჰა -სატრაქტორე და 600 ჰა სამანქანე აგრეგატით.

გურიის გუბერნატორის ზურაბ ნასარაიას განცხადებით, ფაროსანასთან ბრძოლა მომავალ წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

„ფერმერებს გავაცანით ის ღონისძიებები რაც იგეგმება, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ვესაუბრეთ იმ დეტალებზე, თუ რა პერიოდულობით უნდა მოხდეს კონკრეტული კულტურების, ჯიშების მოვლა-პატრონობა, რათა მოსავალი გვქონდეს კარგი“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ყურადღება რეგიონის ეკონომიკური განვითარების კუთხით სოფლის მეურნეობის პროექტებში ადგილობრივების აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა.

„გურიაში სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს სამუშაოები გასატარებელი, რათა არსებული ეკონომიკური პოტენციალი სრულად იყოს ათვისებული. დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს პროექტებში, შედეგად კი, რეგიონის ეკონომიკური აქტივობა გავზარდოთ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი