უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 იანვარი, 2020 16:10
font-size

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალურ დირექტორს, ვოლკან კოსკუნის შეხვდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია თურქეთის მეტეოროლოგიური სამსახურის გამოცდილების გაზიარება ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა სწრაფად განვითარებადი წყალმოვარდნების შესახებ ადრეული გაფრთხილებების მომზადება და საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფეროს მაღალ ფენებში მტვრის გადმოტანის შესაძლებლობის პროგნოზირება.

სამინისტროში განმარტავენ, რომ თურქეთის მეტეოროლოგიური სამსახური ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში.

„მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს, გასულ წელს გამართულ მსოფლიო მეტეოროლოგიურ კონგრესზე, თურქეთის მეტეოროლოგიური სამსახურისთვის მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თურქეთის მეტეოროლოგიურ ცენტრებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის რამდენიმე სპეციალისტმა უკვე აიმაღლა კვალიფიკაცია; გარდა ამისა, თურქეთის მეტეოსამსახურის სპეციალისტების მიერ, საქართველოში სინოპტიკური პროდუქციის ვიზუალიზაციის თანამედროვე თურქული სისტემა დაინერგა“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

შეხვედრას თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე, მუსტაფა კელიკი, მეტეოროლოგიური სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, მურატ ალტიიოლარი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ანდრო ასლანიშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახლახანს გამოვედით ისტანბულის კლინიკიდან - კონსტანტინე გამსახურდია

24 თებერვალი, 2020 , 18:04

„ახლახანს გამოვედით ისტანბულის აჯიბადემის კლინიკიდან... მკურნალობა არის აქტიურ ფაზაში, ახლო მომავალში ვარაუდობენ რეაბილიტაციის დაწყებას. მდგომარეობა რაც მთავარია, კონტროლქვეშაა, არის გარკვეული პროგრესი, მიუხედავად

N185-ე საბავშვო ბაღში გერმანელმა და შვეიცარიელმა სპეციალისტებმა ღია გაკვეთილი ჩაატარეს

24 თებერვალი, 2020 , 17:45

თბილისის საკრებულოს გლდანის (ავჭალის) მაჟორიტარი დეპუტატის შალვა ოგბაიძის ინიციატივით, თბილისის N 185-ე საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში, გერმანელმა და შვეიცარიელმა სპეციალისტებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ ღია გაკვ

ნაკადულის კალმახის საშენში ლიფსიტები გამოიჩეკა

24 თებერვალი, 2020 , 17:35

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში, საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის, მდინარის კალმახის 50 000-ზე მეტი ლიფსიტა გამოიჩეკა. სააგენტო ფაუნის იშვიათი და მოწყვლადი სახეობების გამრავლებაზე მუშაობს.

კორონავირუსთან დაკავშირებით საელჩო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

24 თებერვალი, 2020 , 17:25

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო იტალიაში, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის რჩევები და განკარგულებები. "კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სა

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში - ეროვნული ბანკი მასწავლებელთა გადამზადებას იწყებს

24 თებერვალი, 2020 , 17:15

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის

ჩინური კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის სამინისტროებს საკარანტინო პირობების დაცვის შესახებ ინფორმაცია გააცნეს

24 თებერვალი, 2020 , 16:55

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დღეს იმ ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც სხ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`