უკან

საზოგადოება

24 აპრილი, 2019 15:10
font-size

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

მათივე ცნობით, 16,17,18,19,20,21 და 22 აპრილს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 23 აპრილს მხოლოდ ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე დაფიქსირდა ნორმაზე უმნიშვნელო გადაჭარბება.

„ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო ქ. ქუთაისში უმნიშვნელოდ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: დიდი დიღომი, IV მიკრორაიონი, საბავშვო ბაგა-ბაღი ,,ხუთკუნჭულა“; დიდი დიღომი, არჩილ მეფის ქ.N27, N192 საჯარო სკოლასთან; დიდი დიღომი, III მიკრორაიონი, N73 საბავშვო ბაგა-ბაღთან; დიდი დიღომი, III მიკრორაიონი, N212 ბაგა-ბაღთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვედზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

„კახი კალაძე მილანიდან თმაშეჭრილი დაბრუნდა“

21 აგვისტო, 2019 , 19:05

„რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი იმ 18-პუნქტიან ჩამონთვალს აქვეყნებს ფეისბუქში, რაც „რ2-მა "კურიერის" გაჩერების გამო ვერ თქვა. „ის, რაც ვერ თქვა რ2-მა "კურიერის" გაჩერების გამო:1

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე ერთობლივ სამუშაოებს განაგრძობენ - საგარეო უწყება

21 აგვისტო, 2019 , 17:25

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები განაგრძობენ ერთობლივ სამუშაოებს სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართ

ე.წ. სტაიანშიკებს არ აქვთ უფლება მოსთხოვონ მძღოლებს რაიმე საფასური - კახა კალაძე

21 აგვისტო, 2019 , 16:15

„ე.წ. სტაიანშიკებს არ აქვთ უფლება მოსთხოვონ მძღოლებს რაიმე საფასური, ეს უკანონოა“ - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს. მისი თქმით, დედაქალაქში პარკინგს თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური უზრუნ

დაზუსტებული ინფორმაციით, მიწისძვრა სომხეთში მოხდა

21 აგვისტო, 2019 , 16:15

დაზუსტებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 11 კილომეტრში, ქალაქ დმანისიდან 33 კმ-ში მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრა თ

ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს , შენობა - რ2ზე უკეთესი … მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ -ნიკა გვარამია

21 აგვისტო, 2019 , 15:42

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ახალ ტელევიზიას აკეთებს და რ2-ის ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ მიმართავს: „მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ან

ლაურა ღაჭავა დაკითხვაზე დაბარებას ნიკა გვარამიას ახალ არხს არ უკავშირებს

21 აგვისტო, 2019 , 15:26

ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა ადასტურებს ინფორმაციას, რომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შეხვდა და ესაუბრა ახალი ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ მის კუთვნილ შენობაში შესაძლო განთა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს