უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 ოქტომბერი, 2019 17:00
font-size

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

9, 11 და 14 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.რუსთავში - 1.6-ჯერ, 1.5-ჯერ და 1.4-ჯერ, ხოლო 15 ოქტომბერს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ყაზბეგის გამზირსა და ,,ილიას ბაღში“ – 1.1-ჯერ, ვარკეთილში -1.5-ჯერ და ქ.რუსთავში - 1.8-ჯერ. 10, 12 და 13 ოქტომბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირსა და ქუთაისში 1.2-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.3-ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ჭავჭავავძის გამზირი 17ა, საშუალო სკოლა - მერმისითან; საბურთალოს ქ. №43, შპს ახალ ქართულ სკოლასთან; ჭავჭავაძის გამზ. 76ბ, ა(ა)იპ - კავკასიის ფრანგულ სკოლასთან; ბარნოვის ქ. №12, № 49 საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვედზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge.

პიკი იქნება მდორე, საქართველო აქედან გამოვა მინიმალური დანაკარგით - თენგიზ ცერცვაძე

7 აპრილი, 2020 , 19:25

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკს ორ-სამ კვირაში ვარაუდობს. მისი ვარაუდით, პიკის დროს ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დღეში 100-ს არ აღემატება. ჯამური რაო

საქართველოში კორონავირუსით მე-3 პაციენტი გარდაიცვალა

7 აპრილი, 2020 , 18:15

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის 82 წლის იყო.  ცნობისთვის, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა.

საფრანგეთში საქართველოს საელჩო 16 აპრილის პარიზი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

7 აპრილი, 2020 , 17:51

საფრანგეთში საქართველოს საელჩო 16 აპრილის პარიზი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება 16 აპრილს, საფრანგეთის დროით 12:30 საათზე პარიზის შარლ

მამუკა ხაზარაძე მთავრობას და ბანკებს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 0 %-იანი სესხების გაცემის ინიციატივას სთავაზობს

7 აპრილი, 2020 , 17:35

მამუკა ხაზარაძე მთავრობას და ბანკებს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 0 %-იანი სესხების გაცემის ინიციატივას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკურ გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ავრცე

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის დაჯარიმებულმა პირებმა ჯარიმა 30-დღიან ვადაში უნდა გადაიხადონ

7 აპრილი, 2020 , 17:15

შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ჯარიმის გადახდის ვადაა 30 დღე. როგორც უწყებაში განმარტავენ, პირს დაკისრებული ჯარიმის გაასაჩივრება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაში შეუძლია. &bdquo

გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახს, ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან - გიორგი გახარია

7 აპრილი, 2020 , 17:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დღეს მთელი მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის და ამ ბრძოლაში განსაკუთრებულად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`