უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ივნისი, 2018 14:50
font-size

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

კანონპროექტის საჯარო განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დავითაშვილი უძღვებოდა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის შემუშავება, ერთი მხრივ, განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებით, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიდგომით ქვეყანაში დაინერგოს მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის ეფექტიანი სისტემა. ახალმა კანონმა გარემოზე ნებისმიერი სახის ზიანის მიყენების პრევენციისა და შერბილების/აღმოფხვრის სამართლებრივი რეგულირება „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად უნდა მოახდინოს, რაც გულისხმობს გარემოს დაზიანების შემთხვევაში, მის აღსადგენად საჭირო ღონისძიებების განხორციელებას საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის სახსრებით.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს საზოგადოებაში მკაცრი გარემოსდაცვითი პრინციპის დანერგვა, შემაკავებელი ეფექტის მქონე ფინანსური სანქციების დაწესება და ზიანის პრევენციის მექანიზმების ამოქმედება.

კანონპროექტის საჯარო განხილვას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სამინისტროს სისტემაში შემავალი დარგობრივი უწყებების, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

vali.ge-ს ერთიან ბაზას სს „კრედო ბანკის“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდოს“ და შპს „ემ კოლექტორის“ მონაცემები დაემატა

15 დეკემბერი, 2018 , 16:40

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას დღეს კიდევ 3 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ესენია: სს „კრედ

საქართველოში 10 თვეში 1518 თვითმკვლელობა მოხდა

15 დეკემბერი, 2018 , 16:40

“ქვეყანაში სუიციდის მაჩვენებელი 170 პროცენტით გაიზარდა - ათ თვეში 1518 თვითმკვლელობა მოხდა. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს. ოფიციალური ინფორმაციით, წინა წლის ათ თვეში თვითმკვლე

რუსთაველის გამზირი თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 გადაიკეტება

15 დეკემბერი, 2018 , 16:00

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან 16 დეკემბრის 07:00 საათამდე გად

თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში - მიხეილ ბატიაშვილი

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა. მინისტრმა მათი დიდი დამსახურებისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა, წარმატე

ტაშკენტის ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, გამწვანების ზოლი მოეწყო

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

ტაშკენტის ქ. N25-სა და N27-ის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, გამწვანების ზოლი მოეწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობასთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძე

ბინათმესაკუთრეები, რომლებიც ბინებს დღიურად აქირავებენ, წყლის საფასურს საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან

15 დეკემბერი, 2018 , 12:35

ჯივიპის გადაწყვეტილებით სემეკის მიერ ახალი რეგულაციების შემუშავებამდე, ბინათმესაკუთრეები, რომლებიც ბინებს დღიურად აქირავებენ, წყლის საფასურს საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`