უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

24 აპრილი, 2025 10:37
font-size

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

1 ლენტური და 1 ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი დალუქულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში, მოქალაქეების საკარმიდამო ნაკვეთებში.

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში კი, უკანონო სახერხი საამქრო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შსს-ს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოავლინეს. ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული. აღნიშნულ ფაქტზე ბორჯომის შინაგან საქმეთა რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერის თანამდებობა დატოვა

13 მაისი, 2025 , 13:14

არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჩიქოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა. „მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 177 ფიზიკურ პირს გურჯაანში მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცა

7 მაისი, 2025 , 14:58

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შუამდგომლობის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 177 ფიზიკურ პირს, პირდაპირი მიყიდვის ფორმ

სოფ. ბაბილთან ჩამოწოლილი მეწყერი ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება

5 მაისი, 2025 , 13:25

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე სოფ. ბაბილთან ჩამოწოლილი

საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის ქუთაისში

2 მაისი, 2025 , 14:23

საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებების შექმნას რეგიონებში განაგრძობს. ამჯერად, გვირილობასთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკის Student და

გორში მკვლელობა მოხდა

28 აპრილი, 2025 , 11:45

გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მკვლელობა მოხდა. მოკლულია 30 წლის კაცი, მისი მამა კი დაჭრილია.  არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ გახსნა. სროლის შედეგად

თეა ახვლედიანმა, საქართველოში ჩინეთის ელჩთან ერთად, მერეთსა და ქვემო არცევში სპორტული მოედნები დაათვალიერა

25 აპრილი, 2025 , 10:59

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან ერთად, მერეთსა და ქვემო არცევში სპორტული მოედ