უკან
უახლესი ამბები
- 18.04.2024 14:47პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ
- 18.04.2024 13:57ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი
- 18.04.2024 13:06კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი
- 18.04.2024 11:40ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
არქივი
საზოგადოება
22 დეკემბერი, 2017 12:00
გარემოვაჭრეები თბილისის მერიასთან აქციას მართავენ
თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, დიდუბის ბაზრობაზე შესასვლელი ჭიშკრის გაღებას, რომელიც ორ ბაზრობას შორისაა და დედაქალაქის მერთან შეხვედრას.
აქციის მონაწიელთა განცხადებით, რამდენიმე წელია, რაც შპს „დიდუბის“ მფლობელმა ბაზრობის ტერიტორია სამი მხრიდან შემოსაზღვრა, რის გამოც, მათი თქმით, მომხარებელი ბაზრის ტერიტიორიაზე შესვლას ვერ ახერხებს.
მისი თქმით, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები უსაფრთხოდ თავს ვერ გრძნობენ და სახანაძრო უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია.
გარემოვაჭრეების თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, ისინი აქციებს პერმანენტულად გამართავენ.
ნინო ექვთიმიშვილი