უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 აპრილი, 2017 15:00
font-size

გარემოვაჭრეებმა პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს

თბილისში,პარლამენტის შენობასთან გარევაჭრობის მოწესრიგების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნებით გარემოვაჭრეებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი დღევანდელი მოთხოვნა იმ კანონპროექტის მიღებაა, რომელიც საქართველოში გარევაჭრობის ცივილიზებულ ფორმას უზრუნველყოფს.

აქციაზე ”დემოკრატიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილი იმყოფება, რომელმაც განაცხადა, რომ მან აღნიშნული კანონპროექტი 2011 წელს მოამზადა, პარლამენტმა ერთი მოსმენით მიიღო, თუმცა ახლა, მისი თქმით, დაუსაბუთებლად არის შეჩერებული. ჩხარტიშვილმა ასევე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის გაგრძელებისთვის.

,,ისმის კითხვა, ან რატომ მიიღეს, ან ახლა რატომ შეწყვიტეს მისი განხილვა. ჩვენ პარლამენტს განცხადებით კიდევ ერთხელ მივმართავთ, რომ შეიქმნას კანონმდებლობა და გარევაჭრობა ისევე იყოს ცივილური ფორმით, ორგანიზებული, როგორც ეს ევროპაშია, რადგან ამ ადამიანებს სხვა გამოსავალი არ აქვთ. საქართველო არ შეიძლება ტოტალური უმუშევრობის ფონზე იყოს ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც გარევაჭრობა საერთოდ არ იქნება დაშვებული. ან დაშვებული იქნება მარტო მაღაზიების დანამატის სახით, რომელიც არის ხელისუფლების მაღალჩინოსნების საკუთრებაში და სავარაუდოდ, აქ ”კარფურის” და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებიც არ არის გამორიცხული”, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა და აქვე, მორიგი აქცია დაანონსა, რომელიც 11 აპრილს, 11:30 საათზე საკრებულოსთან გაიმართება.

ნინო ექვთიმიშვილი

ლიბერთი აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში მასშტაბური პროექტების განხორციელებას

18 სექტემბერი, 2018 , 17:35

დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, "ნიკორა სუპერმარკეტის" ნებისმიერ ობიექტზე ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდ

საბურთალოს რაიონში სხვადასხვა მისამართზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

18 სექტემბერი, 2018 , 17:35

საბურთალოს რაიონში, ხახულისა და გახოკიძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. ხახულის ქუჩაზე ასფალტის საფარი 2 000 კვ.მ ფართობზე, ხოლო გახოკიძის ქუჩაზე 1100 კვ.მ-ზე დაიგო. სამუშაოების ფარგლებში, გახოკიძის ქუჩაზე კომპანია

იუსტიციის სახლების კიდევ ერთი ახალი სერვისი დაინერგა

18 სექტემბერი, 2018 , 17:35

იუსტიციის სახლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული და დევნილი მოქალაქეებისათვის ახალი სერვისი დაინერგა. დღეიდან მათ საშუალება ექნებათ, საცხოვრებელი სახლის მიღებასთან, დევნილის სტატუსსა და შ

ლიბერთი აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში მასშტაბური პროექტების განხორციელებას

18 სექტემბერი, 2018 , 15:55

დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, "ნიკორა სუპერმარკეტის" ნებისმიერ ობიექტზე ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

18 სექტემბერი, 2018 , 15:30

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი ქეთი ალექსიძე თანამდებობიდან გადადგა. აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში ალექსიძის გადადგომის მიზეზებს არ აკონკრეტებენ და განმარტავენ, რომ მან თანამდ

მსურს დავრჩე პატიმრობაში... - მირზა სუბელიანი მოსამართლეს

18 სექტემბერი, 2018 , 15:30

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა დღეს გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ მას პატიმრობაში ყოფნა სურს და მოსამართლეს მიმართა: "საზოგადოებრივი ინტერესი იმდენად დიდია,

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`