უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 დეკემბერი, 2017 14:55
font-size

გარკვეული ონლაინთამაშების გამო ბავშვები სავალალო შედეგებამდე მიდიან - კომუნიკაციების ომბუდსმენი

კომუნიკაციების ომბუდსმენის თამთა ტეფნაძის განცხადებით, ინტერნეტსივრცეში არსებობს რისკი, რომ ბავშვი გახდეს ბულინგის, ძალადობის, დევნის მსხვერპლი. გარდა ამისა არასრულწლოვანმა შესაძლოა გაუაზრებლად გასცეს პერსონალური ინფორმაცია, თუ ონლაინ შესყიდვებს მშობლის ელექტრონული ბარათის მეშვეობით განახორციელებს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, გარკვეული ონლაინთამაშების გამო ბავშვები სავალალო შედეგებამდე მიდიან. ტეფნაძემ ისაუბრა იმ მორალურ-ფსიქოლოგიურ ზიანზე, რასაც იწვევს ინტერნეტრესურსების არასწორი გამოყენება არასრულწოლოვნებში.

„ზოგადად, ინტერნეტი არ უნდა იქნას განხილული ნეგატიურ კონტექსტში იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია ახალგაზრდებისთვის განათლების, განვითარების, სოციალიზაციისა და თვითგამოხატვის თვალსაზრისით, თუმცა რისკები არსებობს იმდენად, რამდენადაც, ონლაინ სივრცეში არასრულწლოვანი შეიძლება ადვილად გადააწყდეს ისეთ ინფორმაციას, რომლის შედეგადაც, მან განიცადოს გარკვეული მავნე ზეგავლენა, რადგან ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს აგრესიული, ნეგატიური, შეცდომაში შემყვანი, რასისტული, პორნოგრაფიული და ამგვარად მის ფიზიკურ-ფსიკიქურ ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, ასევე სოციალურ და მორალურ განვითარებასაც შეუშალოს ხელი. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რა გვაქვს საკანონმდებლო დონეზე და რა უნდა გვქონდეს“, -თქვა ტეფნაძემ.

კომუნიკაციის ომბუდსმენმა არ გამორიცხა, რომ ინტერნეტ პროვაიდერებთან შეთანხმებით ზიანის შესამცირებლად და ონლაინსივრცეში მოზარდებისგან საფრთხის შემცველი და ნეგატიური ინფორმაციის ასარიდებლად გარკვეული ფილტრი იყოს გამოყენებული. ტეფნაძემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი იქნება „დაუშვებელი პროდუქციის“ განსაზღვრა იმ ღირებულებებთან, რომელსაც გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს.

ომბუდსმენის თქმით, პარლამენტში უკვე წარდგენილია კანონპროექტი ონლაინ რისკებისგან ბავშვების დაცვის შესახებ, რომელიც მშობლებს ინტერნეტსივრცეში შვილების გაკონტროლების მექანიზმს მისცემს.

„თუკი მშობელი ჩათვლის, რომ ამა თუ იმ ინფორმაციით, კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვმა შეიძლება მავნე ზეგავლენა განიცადოს, რა თქმა უნდა, მშობელს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მოახდინოს რეაგირება. ეს კანონპროექტი საფილტრო პროგრამასაც ითვალისწინებს“, - განაცხადა ტეფნაძემ.

ტეფნაძემ ყურადღება გაამახვილა ევროპის ქვეყნების მაგალოთზე, სადაც აქცენტი კეთდება მშობლებისა და არასრულწლოვნების ინფორმირებულობაზე, კერძოდ, რა რისკებს შეიცავს ინტერნეტის მოხმარება.

ივანიშვილის ხელისუფლება ამზადებს საარჩევნო ოკუპაციას ჩვენი ქვეყნისას – შალვა ნათელაშვილი

9 ივლისი, 2020 , 15:00

აქცია-ბრიფინგი ,,გახსენი" გამართეს ლეიბორისტებმა თბილისის აეროპორტში და საზღვრების გახსნა მოითხოვეს ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.  „დღეს ახალი სასწაულით გაგვაოცა

საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულები სოციალურ დახმარებას მიიღებენ

9 ივლისი, 2020 , 14:40

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დ

ყველაზე მაღალშემოსავლიან პარტიათა სამეულში არიან: „ქართული ოცნება“, „პატრიოტთა ალიანსი” და „ევროპული საქართველო” - კვლევა

9 ივლისი, 2020 , 14:40

2019 წელს, იმ 19 პოლიტიკურ პარტიას შორის, რომელთაც 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი ან ხარჯი უფიქსირდებოდა, „ქართული ოცნება” კვლავაც ყველაზე მდიდარ პარტიას წარმოადგენდა და თითქმის 10 მილიონიანი დაფინანსებით უკონ

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

9 ივლისი, 2020 , 14:01

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვ

მთავრობა მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე - გიორგი გახარია

9 ივლისი, 2020 , 12:30

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

წესიერ მოქალაქეებს კლავენ და ასახიჩრებენ ფარცხალაძით და შოთაძით გაბლატავებული ბიჭები - ელენე ხოშტარია

9 ივლისი, 2020 , 12:30

წესიერ მოქალაქეებს კლავენ და ასახიჩრებენ ფარცხალაძე-შოთაძით გაბლატავებული ბიჭები, დამარცხდებით მონებო! – წერს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში. “ამ მთავრობას ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე