უკან
საზოგადოება
1 ივნისი, 2017 15:00
გასულ წელს ერთ წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა - ომბუდსმენი
გასულ წელს ერთ წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა და ეს მაჩვენებელი საგანგაშოა, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც 2016 წელს საქართველოში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას ასახავს.
”მთავარი გამოწვევები და პრობლემები იგივეა, რაც წინა წლებში. ბავშვთა მიმართ ძალადობის მასშტაბები კვლავ მაღალია, ბავშვთა სიღარიბე ასევე ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობით საქართველო კვლავ მაღალ ადგილზეა, გასულ წელს 1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა და ეს მაჩვენებელი საგანგაშოა. ქუჩაში მომუშავე და მცხოვრე ბავშვთა მიმართ არის სერიოზული პრობლემები და ა.შ. საკამოდ ბევრია პრობლემა, რომელსაც ბავშვები აწყდებიან”, - აცახდებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი