სამართალი
გასულ წელს პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა - უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის რამდენიმე გვერდი პოლიციელთა მიერ დაკავებულებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხება.
როგორც უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურა მსგავს ფაქტებს არ იძიებს.
„პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების არაერთი ფაქტი იყო დაფიქსირებული გასულ წელს ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან. შესაბამისად, იყო გაგზავნილი პროკურატურაში გამოძიების მოთხოვნით არაერთი წინადადება , თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დაწყებულია, რეალური შედეგები არ დამდგარა. მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდა კონკრეტული პირის მიმართ ბრალის წარდგენა. ეს იყო ის გახმაურებული საქმე, როდესაც გასული წლის ნოემბერში ადვოკატი იყო ნაცემი პოლიციის განყოფილებაში თბილისში. დანარჩენ სხვა შემთხვევებში არც ერთი საქმე ბრალის წაყენებამდე არ მიუსლა“,-განაცხადა სახალხო დამცველმა.
მონიკა დავლიანიძე