უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 ოქტომბერი, 2018 13:00
font-size

გატაცების საქმეზე, რომელზეც ათკაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, ახალი დეტალები გახდა ცნობილი

გატაცების საქმეზე, რომელზეც ათკაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, პირველი არხისთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ტელეკომპანიის წყაროს ინფორმაციით, გატაცება ცოლ-ქმარმა დაგეგმა. ისინი მოსკოვში ცხოვრობდნენ და საქართველოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ.

მამაკაცი ამავე ბრალდებით წარსულში ერთხელ უკვე ნასამართლევია.

დაკავებულებს შორის არის ქალბატონის შვილი ნ.ქ., რომელიც ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. ის ამბობს, რომ დანაშაულთან კავშირი არ ჰქონია და დედისა და მამინაცვლის გეგმებზე ინფორმაცია არ გააჩნდა.

მისი ადვოკატის, ინგა შარაშენიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გატაცების მომენტში დანაშაულის ადგილზე არ იმყოფებოდა.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ის დააკავეს ნაცნობობიდან გამომდინარე. ახლა თავად გამოძიებაც ადგენს დეტალებს, გარემოებებს. ის უდანაშაულოა და ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია”, – აცხადებს ადვოკატი.

ინგა შარაშენიძე გატაცების საქმეში საერთო ჯამში ორი პირის უფლებებს იცავს, ადვოკატის თქმით, ორივე გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

„ორივეს შევხვდი, ორივეს ვესაუბრე, ისინი უდანაშაულოები არიან. მართალია, მათ რიგებში აღმოჩნდნენ, მაგრამ არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ არც გატაცებასთან, არც გამოძალვასთან და შესაბამისად, არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ. ამ ეტაპზე, შემიძლია ვთქვა, რომ ნაცნობობა არსებობს რამდენიმე პირს შორის. ისინი გამოძიებას ჩვენებას მისცემენ”, – აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალს დაკავებულებს სავარაუდოდ დღის ბოლომდე წაუყენებენ.

პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებული ქალბატონი გუშინ შეუძლოდ გახდა და ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იყო გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის გატაცების ბრალდებით ათკაციანი ჯგუფი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა გატაცებულის მამამ და აცნობა, რომ გამტაცებლები მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ, შვილის გამოსასყიდად დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მძევლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
პოლიციამ გატაცებული ახალგაზრდა წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა.

საკვანძო სიტყვები:

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

27 მარტი, 2024 , 12:46

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

22 მარტი, 2024 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილა

22 მარტი, 2024 , 10:56

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის

21 მარტი, 2024 , 11:16

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა - SJC

20 მარტი, 2024 , 14:53

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა, - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებ

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ქმედების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

20 მარტი, 2024 , 11:27

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი