უკან

ეკონომიკა

2 ნოემბერი, 2018 17:25
font-size

გაცვლითი კურსის ცვლილება ინფლაციის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს - კობა გვენეტაძე

გაცვლითი კურსის ცვლილება ინფლაციის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, თუმცა ის არც ერთადერთ და, არც ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს, – წერს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და აღნიშნულით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინფლაციის მაჩვენებლებს ეხმაურება.

კობა გვენეტაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რითაც ინფლაციაა განპირობებული.

„ჩვენთან ხშირად აიგივებენ ინფლაციასა და ლარის კურსის აშშ დოლარის მიმართ გაუფასურებას. დღეს დილით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოქტომბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2.3%, ხოლო თვიური ინფლაცია 0.3%-ია. რა თქმა უნდა, გაცვლითი კურსის ცვლილება ინფლაციის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, თუმცა ის არც ერთადერთ და, არც ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს. ხშირად იხსენებენ, რომ წლების წინ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან გაცილებით დაბალი იყო, მაგრამ ამავე დროს ავიწყდებათ, რომ 2007-2008 წლებში (როდესაც ლარის კურსი დოლარის მიმართ ყველაზე "მყარი" იყო), ინფლაციის მაჩვენებელი 10%-ს აღემატებოდა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ფაქტზე დაყრდნობით კატეგორიული დასკვნების გამოტანა არ შეიძლება, თუმცა ეს იმის ნათელი მაგალითია, რომ ინფლაციასა და გაცვლით კურსს შორის ცალსახა კავშირი არ არის და რომ ინფლაციას მხოლოდ გაცვლითი კურსი არ განსაზღვრავს. ინფლაცია უფრო მეტად დამოკიდებულია ერთობლივ მოთხოვნაზე და, რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე. დღეს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო და ინსტრუმენტები საკმარისად განვითარებული აქვს იმისთვის, რომ ინფლაცია მომავალშიც დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნოს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში 3%-ია, რაც არ ნიშნავს ინფლაციას 0-დან 3%-მდე, არამედ ნიშნავს ინფლაციას 3%-თან ახლოს. შესაბამისად, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე ზოგჯერ მაღლა, ზოგჯერ კი, დაბლა იქნება, მაგრამ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გატარების შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში 3%-თან ახლოს შენარჩუნდება“, – აცხადებს გვენეტაძე.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8661 ლარი გახდა

12 დეკემბერი, 2019 , 17:35

თბილისი. მედიანიუსი. 12.12.19. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8661 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8896 ლარი იყო. შესაბამი

ტურიზმიდან შემოსავლებმა წელს სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა - ეროვნული ბანკი

12 დეკემბერი, 2019 , 15:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავალმა მიმდინარე წლის ნოემბერში 201.7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ნოემბრის მაჩვენებელს 5.6 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება იანვარ-ნოემბერს, მაჩვენებელმ

საჭიროა მინიმუმ 1.3-1.5 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც მარტივი არ არის , თუმცა შესაძლებელია - ირაკლი კოვზანაძე

10 დეკემბერი, 2019 , 15:10

„ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 1.3-1.5 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ეს მარტივი საქმე არ იქნება, თუმცა შესაძლებელია,“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კო

აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

10 დეკემბერი, 2019 , 15:10

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს. როგორც „მედიანიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

10 დეკემბერი, 2019 , 15:00

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბ

თამბაქოს მაფია - ხელისუფლებამ თუთუნის ბაზარზე ვანო ჩხარტიშვილი მონოპოლისტი გახადა

9 დეკემბერი, 2019 , 16:35

21 ნოემბრიდან საქართველოში თუთუნის რეალიზაცია აქციზური მარკის გარეშე იკრძალება. ფინანსთა სამინისტრომ კი აქციზური მარკები თუთუნის იმპორტიორების ერთ ნაწილს მისცა. ამჯერად ხელისუფლებამ დახურვისთვის თამბაქოს იმპორტიორი ფირმე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`