უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

19 მაისი, 2020 17:40
font-size

გაუგებარია, რაზე ბრაზდება და ვის უბრაზდება გიორგი გახარია - ანზორ ბიწაძე

„ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გახარიას რეაქცია ყოვლად გაუგებარია.

როგორც ბიწაძე აღნიშნავს, „ეს არ არის ნორმალური ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საქციელი”.

„დღევანდელ ხელისუფლებაში რაღაც სტილი აქვთ და ჰგონიათ, რომ ბრაზიანი და ხისტი თუ იქნები, მაგარი ხარ. ეს არ არის ნორმალური ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საქციელი. გაუგებარია, ვის უბრაზდება და რატომ ბრაზდება პრემიერი გახარია, როდესაც ასეთი ტონით საუბრობს პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. თუ ბიძინა ივანიშვილზე ბრაზდება ბატონი პრემიერი, მაშინ გვითხრას. თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ბრაზდება, მაშინ ნუ დაავიწყდება, რომ ეს ის პრეზიდენტია, რომლის ფოტოების ქვეშ „ოცნების" ლიდერების სახელი და გვარები ეწერა. ეს არის მათი არჩეული თუ დანიშნული პრეზიდენტი, ამიტომ განაწყენებული პრემიერის პოზა თუ ტონი ჩვენ, ოპოზიციას ნამდვილად არ გვეკუთვნის."- განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

გიორგი გახარია რომან გოცირიძეს - წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ

29 მაისი, 2020 , 16:26

წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო უმცირესობის წევრის, რომან გოცირიძის კითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებო

ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში - თეა წულუკიანი

27 მაისი, 2020 , 10:55

ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში. შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, ამაზე საუბარიც არ ყოფილა, - ასე პასუხობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მის შესაძლო გამწ

ქვეყანა სესხულობს, პროცენტი ჩართულია და ფული გაჩერებული, ეს ჩვენი მთავრობის უთავბოლობის, არაპროფესიონალიზმის ბრალია - დავით ჭიჭინაძე

26 მაისი, 2020 , 17:53

ქვეყნის ინფრასტრუქტურა, რეგიონალური განვითარება, რეგიონებს შორის კოორდინაცია - ეს არ არის მარტივი საქმე და მინისტრი, რომელიც ამ თანამდებობას იკავებს, დარგის პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს და არა ადამიანი, რომელსაც კანცელა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ სახელმწიფომ მოკლა „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრები - ანრი ოხანაშვილი

25 მაისი, 2020 , 15:17

საინტერესოა, რას ეტყვიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ციხის ბუნტის“ საქმეზე იმ ადამიანებს და მათ ოჯახებს, რომელთა საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის, კერძოდ, სიცოხლის

მთელი მსოფლიოს აზრი ცნობილია ანაკლიაზე და „ქართული ოცნების’’ მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე - გრიგოლ გეგელია

22 მაისი, 2020 , 17:45

„ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, სავალალოა, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე უკეთ სხვა სახელმწიფოებს ესმით ის თუ, რა არის საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის. გეგელიას განცხადებით, ევროპარ

ნატო ჩხეიძე: კაცს რომ დამპყრობელი არგონავტები ჩვენი სამშობლოს სიმბოლო ჰგონია, რა გასაკვირია, პარლამენტის რიგიანი მუმაობა მასკარადი ეგონოს

22 მაისი, 2020 , 14:17

დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას: „ჩვენ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.  „სერიი