უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 დეკემბერი, 2018 18:16
font-size

გაუგებარია თუ რამ განაპირობა საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების აღშფოთება და კრიტიკა მათთვის უცნობ სასწავლო მასალაზე - ნუკრი გელაშვილი

თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სასკოლო სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“ წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამომავლო პროექტს. ამ დროისათვის სასწავლო მასალის სამუშაო ვარიანტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტორთათვის და მასზე წინსწრებით ნეგატიური ფონის შექმნა ყველასთვის საზიანო იქნება. თავდაცვის სამინისტრო, ამ ეტაპზე შესაბამის ექსპერტებთან ერთად მუშაობს სასწავლო მასალის ელექტრონულ ვერსიაზე და არა კლასიკური ფორმით დასაბეჭდ სახელმძღვანელოზე.

გელაშვილის თქმით, ამ დროისათვის მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელო „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ სამუშაო ვერსია არსებობს, რომელიც საბოლოო სახეს მიიღებს უახლოეს მომავალში. ავტორთა მხრიდან შემუშავებული სასწავლო მასალის ბოლო ვერსია დაეგზავნება რელევანტურ უწყებებსა და სპეციალისტებს, მათი მხრიდან შენიშვნებისა და წინადადებების მიღების მიზნით. მას შემდეგ კი, რაც სასწავლო მასალა შეჯერდება დაინტერესებულ მხარეებთან, იგი გამოყენებული იქნება სასწავლო დანიშნულებით საპილოტე რეჟიმში მხოლოდ 14 სკოლაში, რაც გულისხმობს მიმდინარე სემესტრის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორებასა თუ წინადადებების ასახვას პარალელურ რეჟიმში.

ნიშანდობლივია, რომ პროექტს ჩვენი ჯარი, რომელიც განახორციელა თავდაცვის სამინისტრომ, ესწრებოდა ათასობით მოსწავლე და ამ სასწავლო კურსის დანერგვის ერთ-ერთი ძირითადი მოტივაცია, სწორედ მათი მხრიდან გამოთქმული მაღალი ინტერესი გახდა.

მგზავრობის ტარიფის ცვლილება ან მომატება კომპანიის მენეჯმენტის მიერ დღის წესრიგში არ განიხილება - თბილისის მიკროავტობუსი

13 დეკემბერი, 2018 , 14:25

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: ,,კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მგზავრობის ტარიფის ცვლილება ან მომატება კომპანიის მენეჯ

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ვალების ჩამოწერის პროგრამაში გარდაცვლილი ადამიანები მოხვდნენ

13 დეკემბერი, 2018 , 13:40

ვალების ჩამოწერის პროგრამაში გარდაცვლილი ადამიანები მოხვდნენ. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ოჯახებმა ვებგვერდზე vali.ge მონაცემების გადამოწმების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სესხები ჩამოაწერს მათ ვინც წლების წინ გარდაიცვალა. კიდევ

პრეზიდენტი , სავარაუდოდ, აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას - ნინო ლომჯარია

13 დეკემბერი, 2018 , 13:40

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, შეწყალების კომისიის სხდომები არ გამართულა. მისი ვარაუდით, პრეზიდენტი აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას. „მე, როგორც კომისიის წევრს, არ მაქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რატომ

პიროტექნიკის გაყიდვის და გამოყენების რეგულაციების გამკაცრება იგეგმება

13 დეკემბერი, 2018 , 13:40

პიროტექნიკის გაყიდვის და გამოყენების რეგულაციები შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დამატებით ცვლილებები შევიდეს. როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კო

ვითიბი ბანკი პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდა

13 დეკემბერი, 2018 , 12:50

ვითიბი ბანკის, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია, მომხმარებელთან დაამყაროს გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობა. სწორედ ამ პოზიციის გასამყარებლად, ვითიბი ბანკი პრობლემური სესხების გაუქმების ინ

ევროკავშირის წარმომადგენლობამ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა

13 დეკემბერი, 2018 , 12:10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ირინა აბულაძემ და ლევან ხარატიშვილმა ევროკავშირის დელეგაციას უმასპინძლეს. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`