პოლიტიკა


გაუმართავი კანონმდებლობის პარალელურად პარლამენტი არაეფექტურად იყენებს საკუთარ უფლებამოსილებებს - კვლევა
გაუმართავი კანონმდებლობის პარალელურად პარლამენტი არაეფექტურად იყენებს საკუთარ უფლებამოსილებებს, - აღნიშნულია კვლევაში სახელწოდები ,,ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე’’, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ჩაატარა.
კვლევაში გამოყოფილია ის პრობლემური საკითხები, რომელთა აღმოფხვრის შემთხვევაში პარლამენტის საქმიანობა უფრო ქმედითი და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისი გახდება.
სამუშაო ჯგუფმა კვლევის ფარგლებში, შინაგან საქმეთა, უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების საქმიანობაზე პარლამენტის ზედამხედველობის პრაქტიკა შეისწავლა.
კვლევის ხელმძღვანელი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და კანონმდებლობის დახვეწის აუცილებლობაზე საუბრობს.
„ორი მიმართულებით არსებობს პრობლემები, ერთი, ეს არის დაუხვეწავი კანონმდებლობა და მეორე, ეს არის კანონმდებლობის პრაქტიკაში გამოყენება პარლამენტის მიერ. ეს არის მინისტრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაყენების შეუძლებლობა პარლამენტის მიერ, ეს არის სამთავრობო საათის გაუმართავი და ხარვეზიანი პროცედურა.
ასევე მიგვაჩნია, რომ დაზვერვის სამსახურის უფროსის და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დანიშვნა-გათავისუფლების პროცედურა დღესდღეობით იძლევა პოლიტიკური მანიპულაციების შესაძლებლობებს,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ვახუშტი მენაბდემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ირაკლი ჩიქოვანი შს მინისტრად ინიშნება?
19 თებერვალი, 2019 , 16:35
მამუკა ბახტაძე საქართველოში UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
19 თებერვალი, 2019 , 15:50
სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია
19 თებერვალი, 2019 , 15:37

„დატოვეთ „ოცნება“, ან გაწმინდეთ მედროვეებისგან!“ – „საქართველოს გზის“ ყოფილი თავმჯდომარის სკანდალური განცხადება
19 თებერვალი, 2019 , 14:10

კობა დავითაშვილი მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში იყრის კენჭს
19 თებერვალი, 2019 , 12:50

ჩვენ არ შევჩერდებით, სრული მონდომებით გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს - სალომე ზურაბიშვილი
19 თებერვალი, 2019 , 10:10