უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 აპრილი, 2018 16:30
font-size

გაუპატიურების მცდელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების მცდელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული რ.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

მთავარი პროკურატურის ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 16 ივლისს, ქ.თბილისში, რ.ა.-მ მუქარითა და ძალის გამოყენებით მამიდაშვილის ა.ხ.-ს გაუპატიურება სცადა, თუმცა ა.ხ.-ს მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. დანაშაულის დაფარვის მიზნით რ.ა.-მ განსაკუთრებული სისასტიკით, ძლიერი ტკივილისა და ტანჯვის მიყენების განზრახვით, დანით ა.ხ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ა.ხ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა რ.ა. 2017 წლის 18 ივლისს ქ.ფოთში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ (განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით) და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რ.ა. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სააფთიაქო ნარკომანიის ლობირებასთან დაკავშირებით დაკავებულ 6 პირზე პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

24 სექტემბერი, 2018 , 17:33

სააფთიაქო ნარკომანიის ლობირებასთან დაკავშირებით პასუხისგებაში 20 პირია მიცემული. მათ ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ლობირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კითხავენ. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაკავ

ერთი კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი “ქართული ოცნების” ბიუჯეტში ხვდება - მორიგი აუდიოჩანაწერი ,,ომეგა ჯგუფის“ საქმეზე (ვიდეო)

24 სექტემბერი, 2018 , 13:50

„ომეგა ჯგუფის“ საქმე - „კურიერმა“ კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგას“ დამფუძნებელს ესა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი დააკავეს

24 სექტემბერი, 2018 , 13:50

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკ

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს ხვალ შემთხვევის ადგილზე წაიყვანენ

24 სექტემბერი, 2018 , 13:10

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ხვალ შემთხვევის ადგილზე წაიყვანენ, სადაც სამართალდამცვლებისა და ადვოკატების თანდასწრებით მან უნდა აღწეროს ის ვითარება, რაც ხადას ხეობაში მკვლელობის დღეს ნახა. ბრალდებუ

სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე შვიდი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაშია მიცემული

24 სექტემბერი, 2018 , 13:10

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში, თბილისსა და რეგიონებში განახორციელეს მასშტაბური ღონისძიებები ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტ

ნადირობის სეზონის დაწყებიდან ერთი თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

24 სექტემბერი, 2018 , 11:05

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნადირობის სეზონის გახსიდან ერთი თვის მანძლზე, გამოვლენილია უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული ი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`