უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

1 ნოემბერი, 2017 11:45
font-size

გაურკვეველი რჩება ვინ გაუწევს `ქართულ ოცნებას` ოპონირებას - დეიმონ ვილსონი

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, დეი8მონ ვილსონის შეფასებით, 21 ოქტიმბრის არჩევნებზე შეიმჩნეოდა საარჩევნო პროცესის ნორმალიზება.

მისი თქმით, ჩანს, რომ „ქართველები მონაწილეობენ არჩევნებში, მიდიან საარჩევნო უბანზე და ასე გამოხატავენ თავიანთ სათქმელს. ეს არ არის უმნიშვნელოვანესი რამ. ამ რეგიონში ეს პროცესი თავისით არ დამდგარა“.

ამის შესახებ ვილსონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა.

„ასევე ვნახეთ, რომ მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, ისევ გამოწვევად რჩება ოპოზიციური ხმები, გაურკვეველი რჩება ვინ გაუწევს "ქართულ ოცნებას" ოპონირებას, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა და ვინ შეძლებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მობილიზებას. ვფიქრობ, ეს შედეგი "ქართული ოცნებისთვის" არის ძლიერი მანდატი თავისი პოლიტიკის გასატარებლად. ამავდროულად, ეს გამარჯვება არის პასუხისმგებლობა, ის აგებს პასუხს საქართველოს პროგრესზე. "ქართულმა ოცნებამ" მმართველობის სრული კონსოლიდაცია შეძლო, პარტიისთვის ეს დიდი გამარჯვებაა. მაგრამ როცა ამ შედეგებს საკონსტიტუციო ცვლილებების ჭრილში განვიხილავთ, ვხედავთ, რომ არსებობს სიფრთხილის საფუძველი. ჩვენ საქართველოზე ვსაუბრობთ, სადაც ჯერაც არ მომხდარა დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, ჯერაც არ გვაქვს თანამშრომლობის ჩვევა, რაც კონსოლიდაციის პროცესს წარმართავდა”,-აღნიშნა დეიმონ ვილსონმა.

კითხვაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მეორე პოლიტიკური ძალაა საქართველოში. თუმცა პარტია უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს მეორე ტურში. თქვენი აზრით, როგორ მოქმედებს ეს ამომრჩევლებზე და პოლიტიკური პარტიების მიმართ მათ ნდობაზე? - ვილსონი პასუხობს, რომ „მე ყოველთვის სცენაზე ყოფნის და მონაწილეობის მომხრე ვარ. მოვუწოდებ ყველას, ვისაც ჰგონია რომ მათ ხმას მნიშვნელობა არ აქვს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში“

„სკეპტიკურად ვარ განწყობილი პარტიების მიმართ, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს. საქართველოს დემოკრატიული პროცესებისთვის ჟანგბადი აქვს. ღრმად მჯერა პოლიტიკურ არენაზე შეჯიბრების. ვისურვებდი, „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში იქ, სადაც მეორე ტური უნდა გაიმართოს.

კითხვაზე, პოლიტიკური პარტიებისადმი უნდობლობა საქართველოში ახალი არ არის. თბილისის მერის არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა პოლიტიკაში გამოუცდელი, დამოუკიდებელი კანდიდატი. რას ნიშნავს მისი შედეგი პოლიტიკური ძალებისთვის? ვილსონი პასუხობს:

„უკანასკნელ პერიოდში პოპულისტი პოლიტიკოსების აღმავლობის არაერთი მაგალითი ვნახეთ, მაგალითად, დონალდ ტრამპი პირველი პოპულისტი კანდიდატი იყო, რომელიც პრეზიდენტი გახდა. პოპულიზმი სხვადასხვა ფორმით ვლინდება, იქნება ეს დონალდ ტრამპის გამარჯვება თუ ბრექსიტი ბრიტანეთში. ეს დემოკრატიისთვის დამახასიათებელი პროცესია, ჯანსაღია, როცა მოსახლეობა პოლიტიკური ლიდერების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, მეშინია ეს სკეპტიციზმი ღრმა ცინიზმში არ გადაიზარდოს, სადაც ამომრჩევლებს პროცესის აღარ სჯერათ. დამოუკიდებელი კანდიდატების წარმატება ცუდი არ არის. ეს აჩვენებს, რომ ხალხი ჯერ ისევ ეძებს მის ადგილს, ეძებს თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან ისინი იდეოლოგიურად“,-განაცხადა ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა.

„ამერიკის ხმის“ კითხვაზე, თქვენ ამბობთ, რომ საქართველოში არსებობს ერთგვარი „შიმშილი“ ახალი პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც გადაუწყვეტელი ამომრჩეველი დაუჭერდა მხარს. თქვენი დაკვირვებით, მოქმედი ოპოზიციური ძალები თუ ხედავენ ამ შიმშილს და მოქმედებენ შესაბამისად? დეიმონ ვილსონი აღნიშნავს, რომ „საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაუწყვეტელია, მათ არ იციან რომელ პოლიტიკურ ძალას მისცენ ხმა“.

„ბოლო წლების არჩევნების შედეგები გვაჩვენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო მხარდაჭერის შენარჩუნება, რომელიც, თავის დროზე დაიწყო, როგორც მოძრაობა მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ. სააკაშვილის და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ "ქართულმა ოცნებამ" მხარდაჭერის მობილიზება შეძლო, ეს მხარდაჭერა ოპოზიციიდან მთავრობაში გაგრძელდა. ამის პარალელურად ვხედავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობაც" ინარჩუნებს ერთგულ ამომრჩევლებს. ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან, საქართველოს მოსახლეობას უფრო დიდი პოლიტიკური არჩევანი ექნება, ქართული პოლიტიკა აღარ შემოიფარგლება მიშა სააკაშვილის ან ბიძინა ივანიშვილის ისტორიით. ქართული პოლიტიკა უფრო მრავალფეროვანია და ჩემი აზრით, ქართველებს სურთ უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური არენის ხილვა, რასაც, ვფიქრობ, მიიღებენ“,-აღნიშნა დეიმონ ვილსონმა.

არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის მაგალითები საქართველოშიც გვაქვს და დასავლეთშიც - თამარ გუდავა

14 ნოემბერი, 2018 , 17:25

„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამარ გუდავა მიიჩვენს, რომ ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიები არჩვენების სამუშაო დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით გაუგებარია,

გაუგებარია, რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები მეორე ტურის თარიღის დასახელებათან დაკავშირებით - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2018 , 17:25

გაუგებარია, რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები მეორე ტურის თარიღის დასახელებათან დაკავშირებით, - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. კახა

არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის პრაქტიკა არც უჩვეულოა და არც უპრეცედენტო - გია აბაშიძე

14 ნოემბერი, 2018 , 17:00

ცესკო არჩევნების დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით კანონიდან გამომდინარე შეზღუდული არ რის და არც რაიმე თაღლითობასთან გვაქვს საქმე, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს. მისი თქმით,

ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა - ირაკლი კობახიძე

14 ნოემბერი, 2018 , 17:00

ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტს და ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებუ

ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩეველზე - ირაკლი კობახიძე

14 ნოემბერი, 2018 , 17:00

ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩეველზე, მის აქტიურობაზე, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩეველს აქტიურობისაკენ, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ედისონ რისერჩის“ კვლევის კომენ

ირაკლი კობახიძე - არ მგონია არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს ამომრჩელის აქტივობაზე

14 ნოემბერი, 2018 , 17:00

არჩევნების დანიშვნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეროგატივაა,რაც შეეხება დღის დანიშვნას, ეს დამოკიდებულია შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`