უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 მაისი, 2017 12:35
font-size

გავაგრძელებთ მუშაობას, რომ კონსტიტუცია გამოხატავდეს მოქალაქეთა ფართო ფენის და არა მხოლოდ ერთი-ორი პარტიის ინტერესებს - ანა ნაცვლიშვილი

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კონსტიტუციის სახალხო განხილვის მასშტაბურობა იქნება დამოკიდებული მის ფორმატსა და იმაზე, რამდენად მისცემს ხალხს საკუთარი აზრის თქმის საშუალებას.

„რაც შეეხება საყოველთაო-სახალხო განხილვებს, გააჩნია, როგორ დაიგეგმება პროცესი. აქამდე არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ის შეზღუდულია, როგორც ფორმატით, ასევე ადამიანების რაოდენობით, რომელთაც შეუძლიათ ჩაერთონ საყოველთაო-სახალხო განხილვებში. ამიტომ, იმის თქმა, რომ საკონსტიტუციო განხილვები იქნება რეალურად ხალხის ხმის გაგონების შესაძლებლობა, დამოკიდებულია, როგორ დაიგეგმება და წარიმართება ეს პროცესი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე.

„მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ ვენეციის კომისიასთან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებასთან და სხვა უწყებებთან, რომელიც ტრადიციულად ინტერესდებიან საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმებით. გავაგრძელოთ მუშაობა და ბრძოლა იმისთვის, რომ ამ ქვეყნის კონსტიტუცია იყოს მაქსიმალურად მოქალაქეთა ფართო ფენის და ჯგუფების ინტერესების გამომხატველი და არა მხოლოდ ერთი ან ორი პარტიის ინტერესების“ , - თქვა საიას თავმჯდომარემ.

ანა მებურიშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ – გრიგოლ ლილუაშვილი, ხოლო მოადგილედ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა

19 იანვარი, 2019 , 20:29

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა, ხოლო პირველ მოადგილედ – გრიგოლ ლილუაშვილი, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. &bdqu

ქაშვეთის ეკლესიაში აფეთქების დროს დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

19 იანვარი, 2019 , 18:51

თბილისში, ქაშვეთის ეკლესიაში დიდ დიღომში აფეთქების დროს დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი ნიკოლოზი და ნინო ციცვიძე ქაშვეთის ტაძარში დღეს გადაასვენეს. ეკლე

თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

19 იანვარი, 2019 , 18:36

თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგული იყო. არსებული ინფორმაციით, ცხედარი თხრილში იპოვეს. ვარაუდობენ, რომ ბავშვი თხრილში ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რ

`ყაზტრანსგაზი`-ს ორ თანამშრომელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

19 იანვარი, 2019 , 17:32

"ყაზტრანსგაზი"-ს ორ თანამშრომელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მათ გამოძიება გულგრილობის მუხლით ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრიგადა, რომელიც ტრაგედიამდე

მართლწესრიგის ოფიცრებმა დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულეს

19 იანვარი, 2019 , 16:31

მართლწესრიგის ოფიცრებმა, რომელთა სამოქმედო არეალი დიდ დიღომს მოიცავს, 16 იანვარს, დიდ დიღომში, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქებით დაზარალებული ოჯახები მოინახულეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინ

ნაკურთხი წყალი ეს არის დიდი სიწმინდე - ილია მეორემ სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა

19 იანვარი, 2019 , 16:29

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა. ილია მეორემ საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა. „დღეს არის განსაკუთრებული დღე, განიწმინდება ცა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`