უახლესი ამბები
- 03.03.2021 21:26ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 21:18„ნოვავაქსთან` მიღწეულია შეთანხმება მილიონ დოზაზე - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 17:25დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
- 03.03.2021 17:25პროკურატურას შემიძლია ვასწავლო, მელია როგორ გამოუშვას – ლევან ალაფიშვილი
- 03.03.2021 17:25დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება - ნანა გეგეჭკორი
- 03.03.2021 17:00ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - გიგი უგულავა
- 03.03.2021 17:00გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ
- 03.03.2021 16:33გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია - თინა ბოკუჩავა
- 03.03.2021 16:00საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია - ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე - დავით ზალკალიანი
- 03.03.2021 16:00დიალოგი მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ნიკა მელია იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან - დავით ჭიჭინაძე
არქივი
სამართალი


გავაცნობიერე, რომ აღნიშნულ კლუბში ხშირად დადიან არასრულწლოვნები და შესაძლებელია მათაც შესთავაზონ ნარკოტიკი - ნარკორეალიზატორების საქმის მთავარი მოწმე
ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულების საქმეში მთავარმა მოწმემ საქართველო, სავარუდოდ, უკვე დატოვა.
საქმეში ბრალდებული გოგონას ადვოკატი ამტკიცებს, რომ სოლომონ მათიკაშვილის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში, რაც პროკურატურის მთავარი მტკიცებულებაა, ბრალდებული არა ნარკოტიკულ საშუალებას, არამედ ციტრამონს ყიდის.
მისივე ინფორმაციით, სოლომონ მათიკაშვილს ძალოვანი უწყებიდან გარანტიები წინასწარ მიღებული ჰქონდა და ქვეყნის დატოვების გეგმაც უკვე შეთანხმებული იყო.
სოლომონ მათიკაშვილის მიერ პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებას "კვირის პალიტრა" აქვეყნებს.
ჩვენებაში სოლომონ მათიკაშვილი ყვება, თუ როგორ შესთავაზეს ლაშა მამულაიშვილმა, ვიქტორ ჟამუტაშვილმა, ქეთი მურუსიძემ და მიხეილ მიქაძემ ნარკოტიკული საშუალებები. მისი თქმით, ისინი უბიძგებდნენ დანაშაულისკენ.
"ვარ ხელოსანი, ვმუშაობ, მიყვარს კლუბური ცხოვრება და ხშირად დავდივარ თბილისში არსებულ ღამის კლუბებში. კაფე "გალერის" ხშირი სტუმარი ვარ. აღნიშნულ კლუბში სხვა პირებთან ერთად გავიცანი დაცვის უფროსი ვიქტორ ჟამუტაშვილი, ასევე ლაშა მამულაიშვილი, ქეთი მურუსიძე და მიხეილ მიქაძე, რომლებსაც ასევე უყვართ კლუბური ცხოვრება. დროთა განმავლობაში მათ დავუმეგობრდი. გავცვალეთ ტელეფონის ნომრები და ერთმანეთთან ტელეფონითაც ვკონტაქტობდით. რამდენიმე დღის წინ, როდესაც ვიმყოფებოდი ღამის კლუბ "გალერეაში" ლაშა მამულაიშვილმა, ვიქტორ ჟამუტაშვილმა, ქეთი მურუსიძემ და მიხეილ მიქაძემ მითხრეს, რომ კლუბური ნარკოტიკი "მდმ" და "ექსტაზი" ჰქონდათ და შემომთავაზეს "მდმ" 100 ლარად, ხოლო "ექსტაზი" 180 ლარად... დავთანხმდი და შევუთანხმდი, რომ ვიყიდდი შემდგომ ჯერზე, როცა მოვიდოდი "გალერეაში". მაგრამ გავაცნობიერე, რომ ისინი მიბიძგებდნენ დანაშაულისკენ, ასევე გავაცნობიერე ისიც, რომ აღნიშნულ კლუბში ხშირად დადიან არასრულწლოვნები და შესაძლებელია მათაც შესთავაზონ ნარკოტიკი. ამიტომ გადავწყვიტე პოლიციაში განმეცხადებინა... მინდა, აღვიჭურვო სათანადო აღჭურვილობით და ვამხილო ისინი. 24 მარტს გამომძიებლისგან გადმომეცა 500 ლარი... ამის შემდგომ ნებაყოფლობით აღვიჭურვე ფარული აუდიო და ვიდეომოწყობილობით და წავედი ღამის კლუბ "გალერეაში", სადაც შემხვდა ლაშა მამულაიშვილი. ვუთხარი, რომ მსურდა კარგი ხარისხის ნარკოტიკული საშუალების შეძენა. მან მითხრა, რომ 70 ლარში იყო კლუბური ნარკოტიკი "ლსდ". შემდეგ დამტოვა და რამდენიმე წუთში ისევ დაბრუნდა, ამოიღო ქაღალდი, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა მუყაოს ფირფიტები, იქიდან ერთი ფირფიტა მოახია და მომყიდა 60 ლარად. მას გადავეცი ეს თანხა და დავშორდი, მერე გამოვედი კლუბიდან... იქვე ახლოს, რუსთაველის გამზირზე, 34 ნომერთან მელოდებოდა გამომძიებელი და მას გადავეცი ეს ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ჩემ თვალწინ დაილუქა“, - აცხადებს მთავარი მოწმე.
მისივე თქმით, 26 აპრილს, „მესენჯერში“ დაუკავშირდა ქეთი მურუსიძე და უთხრა, რომ მას ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზის" ერთი აბი და შეეძლო მისთვის 100 ლარად მიეტანა.
„შევთანხმდით, რომ შევხვდებოდი კოსტავაზე, "მაკდონალდსის" გვერდით სკვერში. გამომძიებელმა გადმომცა 100 ლარი და წავედი აღჭურვილი. შეთანხმებულ ადგილას დამხვდა ქეთი მურუსიძე, რომელმაც მომცა ერთი აბი, როგორც მითხრა, "ექსტაზი". მივეცი 100 ლარი და როცა ვაპირებდი დაშორებას, მოვიდნენ მისი მეგობრები. მერე დავშორდი და გადავეცი გამომძიებელს“, - ამბობს მოწმე.
საკვანძო სიტყვები:

გორში `ნაციონალური მოძრაობის` ოფისის დარბევის გამო კიდევ ორი პირი დააკავეს
3 მარტი, 2021 , 12:55

გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
3 მარტი, 2021 , 10:40

კაცმა ცოლი ბიჭთან მეგობრობისა და საკუთარი თანხების განკარგვის გამო აწამა - პროკურატურა
2 მარტი, 2021 , 16:00

დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ბრალდებულ შპს „ორბიტას“ დირექტორს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
2 მარტი, 2021 , 14:55

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა
2 მარტი, 2021 , 11:50

ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
1 მარტი, 2021 , 17:15